ბაჩო ახალაიასთან ერთად ბრალდებული კიდევ ერთი პირი გაათავისუფლეს
სამართალი - 14:31, 22 Jul, 2013     4840

მოსამართლემ ეს გადაწყვეტილება ე.წ. „სპეცრაზმელების ეპიზოდის“ განხილვისას მიიღო. მან დავით ჩუბინიძეს აღმკვეთ ღონისძიებად დადგენილი პატიმრობა 15 ათასი ლარის ოდენობის გირაოთი შეუცვალა და დარბაზიდანვე გაათავისუფლა, რასაც პროცესის დამსწრეები აპლოდისმენტებით შეხვდნენ.


დავით ჩუბინიძე დანარჩენ 5 მაღალჩინოსანთან ერთად 2013 წლის თებერვალში დააკავეს და ბრალად უფლებამოსილების გადამეტება წაუყენეს. შსს მიერ გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში მაშინ ნათქვამი იყო:
„ახალაიასგან წინასწარ მიღებული ბრძანების თანახმად, დავით ვეკუამ, მამუკა აბაშიძემ და დავით ჩუბინიძემ ზემოთ აღნიშნული პირები და სხვა მათთვის საეჭვო რეპუტაციის მქონე 38 თანამშრომელი თითქოსდა რეინჯერთა კურსის მომზადების გავლის საბაბით მიიყვანეს შს სამინისტროს სპეციალური მომზადების ცენტრის ტერიტორიაზე, სადაც მიყვანისთანავე შვიდივე დააცალკევეს და მათი ხელმძღვანელობა დაავალეს თავდაცვის სამინისტროდან თითქოსდა გადმოყვანილ, სინამდვილეში კი ამ უწყებასთან კონტრაქტგაწყვეტილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეებს ალექსი დავითიშვილს, დავით გიორგაშვილს, რობერტ სუთიძეს და ვლადიმერ ზანგიევს. ე.წ. ინსტრუქტორებმა და მათმა ხელმძღვანელმა, რომლებიც ძირითადად ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდნენ, შვიდივე დასასჯელ პირს მიყვანისთანავე შეუქმნეს პატივისა და ღირსების შემლახავი პირობები და აუკრძალა ახლობლებთან კონტაქტი.

ისინი გააშიშვლეს და მთელი დღის განმავლობაში სირბილს აიძულებდნენ. დაღლილებს ყელზე გამობმული ქამრით მიწაზე ათრევდნენ, სცემდნენ, პერიოდულად ერთმანეთში ჩხუბს აიძულებდნენ. დაუმორჩილებლობის შემთხვევაში, მათ ფიზიკური ლიკვიდაციით ემუქრებოდნენ, რა დროსაც დაშინების მიზნით, ერთ-ერთმა ინსტრუქტორმა ცეცხლსასროლი იარაღით მოახდინა გასროლა დასჯილთა მიმართულებით, შემდეგ კი იარაღის კონდახით სცემა ისინი. შვიდივე ნაცემი და ნაწამები თანამშრომელი ამოთხრილ ორმოში ჩაყარეს და ზემოდან მიწა დააყარეს.“


დავით ჩუბინიძისთვის წინასწარი პატიმრობის შეცვლას „ფეისბუქის“საკუთარ გვერდზე გამოეხმაურა ბაჩანა ახალაიას მეუღლე ანი ნადარეიშვილი:
„მარტო ბაჩო დარჩა ბრალდებულებიდან პატიმრობაში, მაგრამ ბაჩოს გირაოს საკითხს არ ვაყენებთ, ვინაიდან 4 პატიმრობა აქვს და ეს რომ მოეხსნას, მაინც არ თავისუფლდება, ამიტომ მოთმინებით ველოდებით განაჩენის გამოტანას! დარწმუნებული ვარ ყველაფერში გამართლდება!“, - წერს ანი ნადარეიშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42