საიდან მოდის იდუმალი კოსმოსური რადიოსიგნალები - ასტრონომებმა წყაროს ადგილმდებარეობა განსაზღვრეს
ეს საინტერესოა - 11:02, 13 Jan, 2018     2429

სწრაფი რადიოსიგნალები (FRB) ჩვენი სამყაროს ერთ-ერთი ყველაზე ამოუხსნელი საიდუმლოა. თუმცა, შესაძლოა ასტროფიზიკოსებმა მარტივი ახსნა მოუძებნეს იმ გარემოს, საიდანაც მოდის ყველაზე ცნობილი და შესწავლილი FRB. წყარო FRB 121102, სავარაუდოდ, წარმოიქმნება ისეთ ექსტრემალურ გარემოში, როგორიცაა მასიური შავი ხვრელის გარშემო არსებული სივრcე.

FRB 121102 პირველად 2012 წლის ნოემბერში "გამოჩნდა", მაგრამ მეცნიერებს წლები დასჭირდათ მისი უჩვეულო ბუნების გასარკვევად. როგორც წესი, ყველაზე სწრაფი რადიოსიგნალები წარმოიქმნება ერთჯერადად და მერე ქრება, რაც მათ აღმოჩენას საგრძნობლად ართულებს ანთებები ხდება მხოლოდ ერთხელ, რაც შეუძლებელს ხდის მათ აღმოჩენას, მაგრამ FRB 121102 განმეორებით სიგნალებს გამოსცემს, რაც უნიკალურ შესაძლებლობას იძლევა.

სწრაფი რადიოსიგნალები უკიდურესად მძლავრი რადიოსიგნალებია, რომლებიც იმდენივე ენერგიას გამოიმუშავებენ, რამდენსაც 500 მილიონი მზე, მაგრამ ამავე დროს, ისინი ძალიან ხანმოკლეა, გრძელდება მხოლოდ მილიწამების განმავლობაში. შესაბამისად ფაქტიურად შეუძლებელია მათი პროგნოზირება და გამოვლენა. ეს ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც არაფერი ვიცით მათი გამომწვევი მიზეზის შესახებ.

თუმცა აღმოჩნდა, რომ FRB 121102 გამონაკლისი იყო. 2016 წლის მარტში, მკვლევრებმა გვამცნეს, რომ საარქივო მონაცემებში აღმოაჩინეს ათი სხვა რადიოანთება ერთსა და იმავე ადგილას. 2016 წლის დეკემბერში, დააფიქსირეს FRB 121102-დან მომდინარე 6 სხვა სიგნალი; 2017 წლის აგვისტოში - კიდევ 15 სიგნალი.

ამან მკვლევარებს საშუალება მისცა ამ სიგნალების წყარო აღმოეჩინათ - დედამიწიდან 3 მილიარდი სინათლის წლით დაშორებული ჯუჯა გალკაქტიკის ვარსკვლავწარმოქნადი გარემო. ხოლო ახლა ძიების არეალი კიდევ უფრო შემცირდა - რადიოტელესკოპების მიერ აღებული მონაცემებიდან გამომდინარე, ასტროფიზიკოსთა საერთაშორისო გუნდი დარწმუნებულია, რომ ეს არის ამ გალაქტიკაში არსებული ნეიტრონული ვარსკვლავი.

მაგრამ, თუ ეს ნეიტრონული ვარსკვლავია, იგი "შეშლილ გარემოში" იმყოფება - იგი ან ძლაიან ახლოა შავ ხვრელთან, ან ძლიერ საგალაქტიკო ნისლეულში იმყოფება.

«ერთადერთი ცნობილი წყაროები, რომელიც FRB 121102-ს ჰგავს ჩვენს გალაქტიკაში, იმიყოფება ე.წ. გალაქტიკურ ცენტრში მასიური შავი ხვრელის სიახლოვეს. სავარაუდოდ, FRB 121102-ც ანალოგიურ გარემოშია," - განაცხადა ამსტერდამის უნივერსიტეტის პროფესორმა დანიელე მიჩელიმ. "თუმცა, ეს მოვლენები შეიძლება აიხსნას სიგნალების წყაროს ძლიერ ნისლეულში, ან სუპერახალი ვარსკვლავის სიახლოვითაც.", - დასძინა მან.

მეცნიერები ამჟამად აკვირდებიან, თუ როგორ იცვლება დროში სიგნალის ამოფრქვევის თვისებები, რათა დაადგინონ ნეიტრონული ვარსკვლავი შავ ხვრელთან ახლოს არის, თუ ძლიერ ნისლეულში იმყოფება.

ამასთან, მეცნიერებს წარმოდგენაც არ აქვთ, თუ საიდან ჩნდება სხვა, ათეულობით სწრაფ რადიოსიგნალზე, რომელიც წარმოიქმნება და სწრაფადვე ქრება. სავარაუდოდ FRB 121102 ერთადრეთი რეტლანსლატორია და სხვა რადიოსიგნალების წყაროები მისგან განსხვავდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42