„ეს პერსონაჟი, რომელიც თქვენ ახსენეთ, ერთადერთი არაა, ვინც არჩევნებზე არ დაუშვეს, მაგრამ აშშ-ში სხვებს არ ახსენებენ. ეს ლაპარაკობს აშშ-ის ადმინისტრაციის და სხვა ქვეყნების ხელისუფლებების ინტერესებზე. ეს ის ადამიანია, რომელსაც ეს ქვეყნები ხელს უწყობენ რომ რუსეთის პოლიტიკურ სფეროში წინ წამოსწიონ და ვისი ხილვაც სურთ ქვეყნის ხელისუფლებაში.“- განაცხადა პუტინმა და აღნიშნა, რომ ამ გაგებით აშშ-მ მარცხი განიცადა.
„უმჯობესი იქნებოდა, ჩუმად ყოფილიყვნენ“- განაცხადა პუტინმა და აშშ-ის მხრიდან წამოსული კრიტიკა რუსეთის შიდა საქმეებში უხეშ ჩარევად შეაფასა. მისი თქმით, არჩევნებზე ზეგავლენის მოხდენაში აშშ რუსეთს ადანაშაულებს, ამ დროს კი თავად ღიად ერევა რუსეთის არჩევნებში.
შეგახსენებთ, რუსეთის ცესკომ ნავალნის რეგისტრაციაზე უარის თქმის მოტივად მისი ნასამართლეობა დაასახელა, უწყების ინფორმაციით ალეკსეი ნავალნის ნასამართლეობა ჯერ არ გაქარწყლებულა. აღნიშნული გადაწყვეტილება ნავალნიმ სასამართლოს სამ ინსტანციაში გაასაჩივრა თუმცა მათ ცესკოს გადაწყვეტილება არ შეცვალეს.
ალეკსეი ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ნავალნის კანდიდატურის დასახელებას მხარი დაუჭირა 600 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის რეგიონებში გახსნილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 79 საარჩევნო შტაბი, მიმდინარეობდა აქტიურ აგიტაციაც. ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა ამ დროის განმავლობაში შეძლეს მრავალათასიანი აქციების მოწყობაც.
41 წლის ალეკსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია რუსეთში. ლევადა-ცენტრის მიერ ივლისში რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 55% აქვს.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართებ
მასალის გამოყენების პირობები






