
23 ნოემბერს კოლინი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

მისი შეყვარებული თვეების განმავლობაში დეპრესიაში იყო, არ კონტაქტობა ოჯახის წევრებთან, მეგობრებთა. ერთი წლის შემდეგ კი გადაწყვიტა მისი და კოლინის ერთობლივი გეგმებისა და ოცნებების განხორციელება დაეწყო.
ქორწინების თარიღიდან ზუსტად ერთ წელში, ნიკიმ საქორწილო ფოტოსესიის მოწყობა გადაწყვიტა, თუმცა, ფოტოებზე ის მარტო იქნებოდა, საქმროს გარეშე. ამაში, მისი ფოტოგრაფი მეგობარი დაეხმარა. ფოტოსესია ტყეში შედგა, ნიკის ქორწილისთვის ნაყიდი კაბა ეცვა. თან კი ქმრისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სიმბოლოები - დროშა და ქუდი ჰქონდა.
ფოტოგრაფის თქმით, არის რამდენიმე ფოტო, რომელშიც ნიკი იცინის. მისი თქმით, ძალიან შეეცადა ეს კადრები დაეფიქსირებინა, რათა ეჩვენებინა, რომ ნიკი არ აგლოვის, არამედ გამძლეობის, ხსოვნის მატარებელი ქალის სიმბოლოა.









მასალის გამოყენების პირობები






