ჰოლივუდის ვარსკვავი, 73 წლის მსახიობი, მაიკლ დუგლასი წინასწარ უარყოფს ბრალდებებს სექსუალურ შევიწროებასთან დაკავშირებით, რასთან დაკავშირებითაც მისი თქმით, The Hollywood Reporter-ი ამზადებს.
ვეტერანი მსახიობი აცხადებს, რომ სტატიაში, მისი ყოფილი ასისტენტი ყვება, რომ 32 წლის წინ, დუგლასი მისი თანდასწრებით მასტურბირებდა და შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა . შემდეგ კი როდესაც მსახიობს შეთავაზებებზე უარი უთხრა, სამსახურიდან გააგდო და ამ ინდუსტრიაში მუშაობაში ხელი შეუშალა.
დუგლასი აღნიშნულს უარყოფს.
"მე მქონდა არჩევანი დავლოდებოდი მასალის გამოქვეყნებას და შემდეგ თავი უნდა დამეცვა ან გამეზიარებინა ცოტა რამ ჩემი ცხოვრების შესახებ, ჩემი აზრები და შეშფოთება. მაგრამ გადავწყვიტე ახლა მესაუბრა ამ თემაზე.
ძალიან ვწუხვარ თუ ვინმეს მისამართით არასწორი სიტყვები გამომიყენებია. მაგრამ ეს ნამდვილად ძალიან დამამცირებელია" - ამბობს დუგლასი.
უცნობია ქალის ვინაობა, რომელიც სავარაუდოდ მსახიობის სექსუალურ შევიწროებაში დადანაშაულებას აპირებს.
მაიკლ დუგლასი 2000 წლიდან ქორწინებაში იმყოფება მსახიონ კეტრინ ზეტა ჯონსთან.
მასალის გამოყენების პირობები






