და არავის არ აქვს უფლება ეს ღირებულება შებღალოს, მაშინაც კი, როცა ადამიანი ბოროტებას ირჩევს, მაშინაც კი როცა ადამიანი სოციალურად საშიშ ქცევას ანიჭებს უპირატესობას, - მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არ ირღვევა სამოქალაქო კნონმდებლობის ნორმები".
"ბოლო დროს ჩვენ დიდი ცდუნებების წინაშე ვდგავართ, როდესაც მთელ რიგ ქვეყნებში ცოდვის ჩადენის არჩევანის თავისუფლება კანონმდებლობით გამართლებული ხდება. ხოლო ვინც სინდისის მიხედვით იქცევა, მას უმცირესობის მიერ თავსმოხვეული კანონებით ებრძვიან და რეპრესიები ემუქრებათ. ეს ძალიან საშიში აპოკალიფსური სიმპტომია და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ "წმინდა რუსეთის" სივრცეში ცოდვა სახელმწიფოებრივად არასდროს დაკანონდეს, რადგან ეს ნიშნავს, რომ ერი თვითგანადგურების გზას დაადგა", - აცხადებს პატრიარქი.
30 ივნისს, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა კანონპროექტს, რომელიც ბავშვებსა და მორწმუნეებს გეი-პროპაგანდისგან დაიცავს. მსგავსი პროპაგანდისთვის ჯარიმებმა შესაძლოა ერთ მილიონ რუბლსაც კი მიაღწიოს. რაც შეეხება მორწმუნეთა შეურაცხყოფას, განაჩენმა შესაძლოა სამი წლით თავისუფლების აღკვეთაც კი შეადგინოს.
თუმცა, როგორც პატრიარქი კირილი ამბობს, ამ პრობლემის აღმოფხვრა მხოლოდ კანონით, შეუძლებელია. "ჩვენ კარგად ვიცით, რომ თუნდაც სრულყოფილ კანონსაც კი არ შეუძლია დანაშაულის, კორუფციის, ბოროტების, ტყუილის, კონფროტაციის აღმოფხვრა, ამ ყოველივეს დასრულება მხოლოდ ადამიანის ძალისხმევაში შედის, რომელიც საკუთარ არჩევანს სიკეთის კუთხით გააკეთებს", - განაცხადა პატრიარქმა.
მასალის გამოყენების პირობები






