როგორც The Guardian-ი იტყობინება, ბრიტანული ანალიტიკური კვლევითი ცენტრის Chatham House-ის თანახმად, აშშ-ის, დიდი ბრიტანეთის და სხვა ქვეყნების ბირთვული იარაღის სისტემები კიბერთავდასხმის შედეგად შეიძლება ადვილად გამოვიდნენ მწყობრიდან. ეს კი ბირთვული სამხედრო დაგეგმვისა და იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით საფრთხეს წარმოადგენს.
ანგრიშის თანახმად, ბირთვული იარაღის სისტემების შექმნის დროს კიბერთავდასხმები აქტუალური არ იყო , შესაბამისად, მსგავსი საფრთხის შესაძლებლობა ნაკლებად დაუშვეს.
„ბირთვული იარაღის სისტემები, კომპიუტერული ტექნოლოგიის წინსვლამდე შემუშავდა და ნაკლებად გნიხილებოდა კიბერშეტევის საფრთხე. შესაბამისად, ამჟამინდელი ბირთვული სტრატეგია ხშირად , ბირთვულ სისტემებში ციფრული ტექნოლოგიების გამოყენების იგნორირებას ახდებს“ - ნათქვამია კვლევაში.
სპეციალისტები ფიქრობენ, ბირთვული იარაღის სისტემას საფრთხე ემუქრება მტრულად განწყობილი სახელმწიფოების, კრიმინალური დაჯგუფებებისა და ტერორისტული ორგანიიზაციების მხრიდან.
„ბირთვული იარაღის სისტემებზე თავდასხმის მცდელობის საფრთხე შედარებით მაღალი და მზარდია სახელმწიფობისა და არასახელმწიფოებრივი ჯგუფების მხრიდა“ - აღნიშნულია მოხსენებაში.
მასალის გამოყენების პირობები






