ყოველწლიურად ამერიკის კინოაკადემიის დაჯილდოების ცერემონიალს განსაკუთრებული მოლოდინით ელოდება მსოფლიო. სანამ 2018 წლის დაჯილდოების ნომინაციები გახდება ცნობილი, მანამდე გაგაცნობთ იმ მსახიობების სიას, როლებმაც კარიერის განმავლობაში ყველაზე მეტი ოსკარი მოიპოვეს.
კატერინ ჰეფბერნი

ჰეფბერნმა ჰოლივუდის ისტორიაში ყოველგვარი რეკორდი მოხსნა ოსკარების მოგების თვალსაზრისით. 60 წლიანი კარიერის მანძილზე, მან ოთხი ოსკარი მოიგო ფილმებისთვის - „Morning Glory”, “Guess who’s Coming to Dineer”, “The Lion in Winter” და „On Golden Pond”. იგი ამასთანავე ოთხჯერ იყო ნომინირებული, მათ შორის ფილმებისთვის: “The Philadelphia Story” და “The African Queen”.
ჯეკ ნიკოლსონი

ჰოლივუდის ლეგენდარულ მსახიობს სამი ოსკარი აქვს მოგებული. მთავარი როლისთვის ფილმებში „One Flew Over the Cuckoo’s Nest” და “As Good As it Gets”. მან ასევე მოიგი ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში “Terms of Endearment”. ნიკოლსონი ოსკარებზე ცხრაჯერ იყო ნომინირებული.
მერილ სტრიპი

ჰოლივუდის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ლეგენდა მერილ სტრიპი სამი ოსკარის მფლობელია და იგი ყველაზე მეტჯერ იყო ნომინირებული - მას 18 ნომინაცია აქვს ანგარიშზე. მან მოიგო ორი ოსკარი მთავარი როლისთვის ფილმებში - „Sophie’s Choice” და “The Iron Lady”. ასევე მის ანგარიშზეა ოსკარი მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „კრამერი კრამერის წინააღმდეგ“.
უოლტერ ბრენანი

ბრენანი ერთ-ერთია მამაკაცთა იმ სამეულში, რომლებსაც სამი ოსკარი აქვთ მოგებული. მან სამჯერ მოიგო ოსკარი მეორეხარისხოვანი როლების უბადლო შესრულებისთვის ფილებში - „Come and Get It, Kentucky”m “The Westerner” და “Sergeant York”.
ინგრიდ ბერგმანი

ბერგმანმა ორჯერ მოიგო ოსკარი საუკეთესო ქალი მსახიობის ნომინაციაში ფილმებისთვის „Anastasia” და „Gaslight”. ხოლო ფილმმა “Murder on the Orient Express” მას ოსკარი მოაპოვებინა მეორეხარისხოვანი როლისთვის.
დენილე დეი-ლუისი

სამი ოსკარის მფლობელი მსახიობების კლუბში დენიელ დეი-ლუისი ერთ-ერთია. მან სამივე ჯილდო მტავარი როლის ნომინაციაში მოიპოვა ფილმებისთვის - „Lincoln”, “There Will Be Blood” და „My Left Foot”.
მარლონ ბრანდო

ბრანდომ კარიერის განმავლობაში ორი ოსკარი მოიპოვა მთავარი როლებისთვის. პირველად 1954 წელს ფილმისთვის “On the Waterfront” და მეორედ 1972 წელს მისის აკულტო როლისთვის ლეგენდარულ ფილმში „ The Godfather”. იგი ამასთანვე ხუთჯერ იყო ნომინირებული ძირითადი როლისთვის და ერთხელ მეორეხარისხოვანი როლისთვის.
რობერტ დე ნირო

დე ნიროს ანგარიშზე ორი ოსკარია, მსახიობმა ოსკარი მოიპოვა მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „The Godfather: Part 2” და მთავარი როლისთვის ფილმში „Raging Bull”.
ტომ ჰენკსი

ჰენკსი ოსკარებზე ხუთჯერ იყო ნომინირებული და ორჯერ მოიგო. ჯილდო მოიპოვა ძირითადი როლისთვის ფილმებში „Philadelphia” და „Forrest Gump”.
კრისტოფ ვოლტსი

ვოლტსი ორჯერ იყო ნომინირებული მეორეხარისხოვანი როლების კატეგორიაში და ორივეჯერ მოიგო ფილმებში: “Inglourius Bastards” და “Django Unchained”.
კეიტ ბლანშეტი

ბლანშეტი ოსკარებზე ექვსჯერ იყო ნომინირებული და მოიგო ორჯერ. ფილმებისთვის - “The Aviator” და „Blue Jasmine”.
დენზელ ვაშინგტონი

ვაშინგტონის ანგარიშზე ორი ოსკარია. მთავარი როლისთვის ფილმში „Training Day” და მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში „Glory”. იგი ოთხჯერ იყო ნომინირებული.
კევინ სპეისი

სპეისი ოსკარებზე ორჯერ იყო ნომინირებული და ორჯერვე მოიგო. მეორეხარისხოვანი როლისთვის ფილმში - „American Beauty” და მთავარი როლისთვის ფილმში „The Usual Suspects”.
ჰილარი სუონკი

სუონკი ორჯერ იყო ნომინირებული, მთავარი როლისთვის ფილმში „Million Dollar Baby” და „Boys Don’t Cry”, მან ორივე ნომინაციაში გაიმარჯვა.
შონ პენი

პენი ექვსჯერ იყო ნომინირებული და ჯილდო მიიღო ორჯერ. პირველად 2004 წელს ფილმისთვის „Mystic River” და მეორედ 2009 წელს ფილმისთვის „Milk”.
მასალის გამოყენების პირობები






