გელა მებონიას თქმით, გირგვლიანის მკვლელობის ღამეს მორიგეობდა. როგორც კრიმინალური პოლიციის ყოფილი თანამშრომელი ამბობს, მან სანდრო გირგვლიანის ცხედარი პირველმა ნახა:
„ვნახე ლევან ბუხაიძე, რომელიც იყო აბსოლუტურად შიშველი, არათუ ტანსაცმელი, ფეხსაცმელიც არ ეცვა. შოკში იყო, კანკალებდა და ფორმიანი პოლიციელების დანახვაზე ისტერიკაში ვარდებოდა, „გეხვეწებით, არ მომკლათო“, -მოთქვამდა. ...
მე ვნახე შიშველი ცხედარი, რომელსაც შარვალი კოჭებამდე ჰქონდა ჩახდილი, ფეხსაცმელი არ ეცვა და მთელი სხეული დასერილი ჰქონდა. ცუდად გავხდი ამის დანახვაზე, თოვლში ჩავჯექი და 40 წუთი სიგარეტს ვეწეოდი, ვინც ეს გააკეთა, ისინი ადამიანები არ არიან, ისინი არიან ცხოველები! იქიდან გამომდინარე, რაც ჩემი თვალით ვნახე, მე ვეჭვობ, რომ ამ ცხოველებმა სანდრო გირგვლიანიც და ლევან ბუხაიძეც გააუპატიურეს. იბადება კითხვა: თუ კაცის ცემა, წამება და მოკვლა გინდა, ტანსაცმელს რატომ ხდი და რატომ აშიშვლებ? რატომ იყო შიშველი სანდროს ცხედარი და რატომ იყო შიშველი ლევან ბუხაიძე“, - აცხადებს გელა მებონია.
მასალის გამოყენების პირობები






