„ჩვენ დარწმუნებულები ვარ, რომ სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესი ნამდვილად შექმნის უკეთეს პირობებს ჟენევის მოლაპარაკებების წარმატებით ჩატარებისთვის“- განაცხადა ლავროვმა.
სირიის ეროვნული დიალოგის კონგრესის ჩატარება 29-30 იანვარს სოჭში არის დაგეგმილი. სირიის საკითხებში რუსეთის პრეზიდენტის სპეცწარმომადგენლის ალეკსანდრ ლავრენტიევის თქმით, ფორუმზე, რომელზეც სირიის ახალ კონსტიტუციაზე მუშაობის პროცესის დაწყებაზე უნდა იმსჯელონ წარმოდგენილი იქნება ყველა მხარე: სირიის ხელისუფლება და შიდა, გარე თუ შეიარაღებული ოპოზიციაც. ამასთანავე ფორუმზე არაა დაგეგმილი გარანტორი ქვეყნების წარმომადგენლების გამოსვლა .
კონგრესის ჩატარებას ეწინააღმდეგება სირიის ოპოზიცია, მათი თქმით, რუსეთში მსგავსი მოლაპარაკებების წარმოება ირს უთხრის ჟენევის მოლაპარაკებების პროცესს.
აღნიშნული კონგრესის ორგანიზებაში ჩართულები არიან რუსეთი, თურქეთი და ირანი.
მასალის გამოყენების პირობები






