აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა მოქალაქეების მოგზაურობისთვის უსაფრთხოების რეკომენდაციები განაახლა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ დოკუმენტში მსოფლიოს ქვეყნები უსაფრთხოების მიხედვით ოთხ კატეგორიად არის დაყოფილი, უსაფრთხოების სტანდარტები ძირითადად ტერორიზმის საფრთხის დონით განისაზღვრა. საქართველო კი პირველ, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნების ჯგუფში მოხვდამ თუმცა სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ იმოგზაურონ "რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში კრიმინალის, სამოქალაქო არეულობისა და საფრხის გამო.
პირველი დონის ჯგუფში მოხვდნენ ქვეყნები, სადაც უსაფრთხოების მხოლოდ სტანდარტული ზომების დაცვაა საკმარისი . მაგალითად, ფინეთი, ირლანდია, ლატვია, ლიტვა და ა.შ. მათ შორის არის საქართველო.
მეორე დონის ქვეყნებში, მეტი სიფრთხილეა საჭირო, ა დასავლეთ ევროპის ქვეყნები, მათ შორის გერმანია, დიდი ბრიტანეთი და საფრანგეთი. ასევე მეზობელი უკრაინაც.
მესამე დონის ქვეყნებში გამგზავრების გადახედვის რეკომენდაციას იძლევა დეპარტამენტი. აღნიშნულ კატეგორიაშია რუსეთი, ტერორიზმის საფრთხისა და აშშ-ის მოქალაქეების შევიწროების გამო.
მეოთხე დონის ჯგუფში კი არის ქვეყნები, რომელშიც მოგზაურობას არ ურჩევენ აშშ-ის მოქალაქეებს. აღნიშნულ კატეგორიაშია ავღანეთი, ირანი, ერაყი, ლიბია, ჩრდილოეთ კორეა, სირია, სომალი და სხვა.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი რეკომენდაციის მიხედვით კატეგორიებად დაყოფილი ქვეყნები შეგიძლიათ იხილოთ აქ.
მასალის გამოყენების პირობები






