გავრცელებული ცნობით, ასანჟმა ეკვადორის მოქალაქეობა 2017 წლის 21 დეკემბერს მიიღო. როგორც "როიტერსი" იტყობინება, აღნიშნული ინფორამცია ოფიციალურად არ დადასტურებულა, თუმცა გამოცემა მოიპოვა ჩანაწერი ეკვადორის სამოქალაქო რეესტრიდან, რომელიც მხოლოდ ეკვადორის მოქალაქეების ვინაობას მოიცავს და რომელშიც ასანჟიც არის მოხსენებული. რეესტრის პრესსამსახურმა "როიტერსს" კომენტარზე უარი განუცხადა.
ასანჟი უკვე 5 წელზე მეტია დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. შვედეთი მის ექსტრადირებას ითხოვდა. ასანჟი კი აცხადებდა, დიპლომატიური მისიის დატოვების შემთხვევაში მას დაპატიმრება და შვედეთში ექსტრადაცია ემუქრებოდა, რადგან სექსუალურ ძალადობაში ედება ბრალი. შვედეთში ექსტრადირების შემთხვევაში კი, ასანჟი ირწმუნებოდა, რომ მას აშშ-ს გადასცემდნენ. 2017 წლის მაისში, შვედეთის პროკურატურამ ასანჟის წინააღმდეგ აღძრული საქმე დახურა.
2010 წელს კი აშშ-ის იუსტიციის სამინიტრომ ასანჟის წინააღმდეგ გამოძიება დაიწყო მას შემდეგ, რაც ვიკილიქსმა ათასობით საიდუმლო მასალა გამოაქვეყნა აშშ-ის ყოფილი ოფიცერის, ჩელსი მენინგის დახმარებით, რომელიც ახლა ბრედლი მენინგია.
ვიკილიქსი - საერთაშორისო არაკომერციული ჟურნალისტური ორგანიზაცია, რომელიც აქვეყნებს ანონიმური წყაროებიდან მოპოვებულ, ჩვეულებრივ ხელმიუწვდომელ დოკუმენტებს. მისმა ვებ-გვერდმა ფუნქციონირება დაიწყო 2006 წელს და ეკუთვნის The Sunshine Press-ს.
თავად ორგანიზაციის განცხადებით, ის დააარსეს ჩინელმა დისიდენტებმა, ასევე ჟურნალისტებმა, მათემატიკოსებმა და პროგრამისტებმა აშშ-დან, ტაივანიდან, ევროპიდან, ავსტრალიიდან, სამხრეთი აფრიკიდან. გაზეთ The New Yorker-ის 2010 წლის 7 ივნისის ცნობით, ორგანიზაციის დირექტორი არის ავსტრალიელი მათემატიკოსი, პროგრამისტი და ინტერნეტ-აქტივისტი – ჟულიან ასანჟი. საიდუმლო დოკუმენტაციის გამოქვეყნების გამო, ჟულიან ასანჟის წინააღმდეგ საქმეა აღძრული. 2012 წელს, დიდ ბრიტანეთში ეკვადორის საელჩომ ასანჟის თავშესაფარი მიანიჭა და დღემდე იქ იმყოფება.
მასალის გამოყენების პირობები






