ავთო ადუაშვილის დედა: შვილი 50 ათას დოლარად მომიკლეს
საზოგადოება - 10:52, 22 Jul, 2013     3042

ნაფიცი მსაჯულები მკვლელობის საქმის არსებითი განხილვის პროცესში 5 ბრალდებულს განაჩენს გამოუტანენ. მათ ბიზნესმენ ანტონ (ავთო) ადუაშვილის შეკვეთილ მკვლელობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

 

2012 წლის 23 ნოემბერს ადუაშვილი საკუთარ ავტომობილში ჩაცხრილეს, ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, იყო საკონტროლო გასროლაც. სამართალდამცავებმა ცხელ კვალზე დანაშაულში ეჭვმიტანილი ერთ-ერთი პირის დაკავება შეძლეს. პასუხისგებაში კიდევ რამდენიმე პირი მიეცა, მათ შორის მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელიაც. ჩხაპელია გარდაცვლილის ოჯახის ახლობელია და მას შეკვეთილ მკვლელობაში ედება ბრალი. ეჭვმიტანილი საკუთარ ჩვენებაში დეტალურად აღწერდა, თუ როგორ მოაკვლევინა ბიზნესმენი 50 ათას ამერიკულ დოლარად.

 

რაც შეეხება სოსო პავლიაშვილს, მის წინააღმდეგ საქმე აღძრული არ არის, როგორც პროკურატურაში ამბობენ, ერთი მოწმის ჩვენება პირის წინააღმდეგ საგამოძიებო მუშაობის ჩასატარებლად საკმარისი არ არის.

 


"კვირის პალიტრა" ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს, გარდაცვლილი ადუაშვილის დედასთან, ნინა ადუაშვილთან:

 

"სოსო და ავთო ერთად გაიზარდნენ. არ მინდა დავიჯერო, რომ სოსო ურევია ჩემი შვილის სიკვდილში, ეს ჩემთვის მეორე სიკვდილის ტოლფასია. ჩხაპელიამ რომ აღიარა, ვკიოდი, იმდენად არ მინდოდა ამის დაჯერება. ჩვენმა ოჯახებმა მთელი ცხოვრება ერთად გაატარეს. სოსოზე ახლო მეგობარი ჩემს შვილს არ ჰყოლია, რამ აფიქრებინა ეს, არ ვიცი... არ მინდა დავიჯერო, მაგრამ იმდენი კითხვა არსებობს, რომ უკვე 100%-ით დარწმუნებული ვარ, ჩხაპელიაა დამნაშავე. მან აღიარა ყველაფერი. არადა, ბევრი სიკეთე აქვს მათთვის ჩემს შვილს გაკეთებული.", - განაცხადა ნინა ადუაშვილმა "კვირის პალიტრასთან" საუბრისას.

 


ნინა ადუაშვილი თავისი შვილის მკვლელობის დღესაც იხსენებს:

 

"გიორგობას მომიკლეს. 3 საათი იყო, რომ ისადილა. ძალიან კარგ ხასიათზე იყო. ახლობლებს დაურეკა, საღამოს გიორგობა ჩვენს რესტორანში აღვნიშნოთო. მის ბიჭს გიორგი ჰქვია და უნდა აღენიშნა. მერე ისევ თავის ოთახში შევიდა. შინიდან როგორ გავიდა, არ მინახავს. ღვთისმშობლის ტაძარში სანთელი დაუნთია. მამამისიც უნახავს, ამბობს, საოცრად კარგ ხასიათზე იყოო. ზუსტად იმ დღეს მომიკლეს სადისტურად, კვლელობის მეორე დღეს ავთო ჩემს ძმისშვილთან ერთად ერევანში, სოსოსთან შესახვედრად მიდიოდა, ფაქტია, იქ არ უნდა ჩასულიყო ჩემი შვილი, ამიტომ სასწრაფოდ მოკლეს. მკვლელი ამბობს, 24-მდე უნდა მომხდარიყო მკვლელობაო. მეორე დღესვე ავთო მანქანით ისევ უკან, თბილისში უნდა დაბრუნებულიყო. 25-ში მე და ჩემს მეუღლეს ქორწინების 50 წლის იუბილე გვქონდა და ავთო ოქროს ქორწილს გვიხდიდა. სტუმრებიც დაპატიჟებული ჰყავდა. ქეიფზე დაპატიჟებული ხალხი სამძიმარზე მოდიოდა.", - აღნიშნავს გარდაცვლილის დედა.

 


ნინა ადუაშვილი თვლის, რომ მისი შვილის მკვლელობაში მომღერალი სოსო პავლიაშვილიც მონაწილეობდა:

 

"სოსოს უფალი დასჯის. რომ დაიჭირონ, შეიძლება ცოდვები უფრო მოეხსნას. არ არსებობს, ის ავთოს თვალებიდან ვერ მოიცილებს. ადგება თუ დაწვება, გაიღვიძებს თუ დაიძინებს, იმღერებს თუ იცეკვებს, ავთოს ვერ დაივიწყებს. ჩემ გარდა ვერავინ წარმოიდგენს ამას. შეუძლებელია ავთოს ცოდვამ სოსო მოასვენოს. ჩხაპელიასთან ნაკლები საქმე მაქვს, სოსოსგან ველოდები პასუხს, რატომ?", - აცხადებს ნინა ადუაშვილი.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42