პუტინის მოქმედებების შესახებ აშშ-ის სენატის ანგარიშში საქართველოზეც არის საუბარი
მსოფლიო - 22:15, 10 Jan, 2018     2075

ამერიკის შეერთებული შტატების სენატმა ოთხშაბათს სპეციალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც რუსეთს ადანაშაულებს დემოკრატიის წინააღმდეგ მიმართული ქმედებების დაგეგმვასა და განხორციელებაში. ანგარიშში საქართველოს შესახებაც არის საუბარი.

ანგარიში, სახელწოდებით, „პუტინის ასიმეტრიული თავდასხმა დემოკრატიაზე რუსეთსა და ევროპაში: შედეგები აშშ-ის ნაციონალური უსაფრთხოებისთვის“ დემოკრატმა სენატორმა ბენ კარდინმა წარადგინა.

სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის დემოკრატი წევრების მიერ მომზადებული ანგარიშში საუბარია, რომ „რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის რეჟიმმა შეიმუშავა გავლენის საზღვარგარეთ გავრცელების მრავალგვარი ინსტრუმენი და მექანიზმი და როგორც ჩანს ის მიზნად ისახავს, გამოიყენოს ყველა შესაძლო საშუალება იმისათვის, რომ დააზიანოს ტრანს-ატლანტიკური ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუტები".

„ეს საფრთხე წარმოიშვა დონალდ ტრამპის ხელისუფლებაში მოსვლამდე დიდი ხნით ადრე და იარსებებს მას შემდეგაც. მაშინ, როდესაც პრეზიდენტი ტრამპი ფაქტობრივად უმოქმედოდაა, პუტინი კვლავ ავითარებს თავის ასიმეტრიულ არსენალს და ეძებს ბოლო 70 წლის განმავლობაში აშშ-სა და ევროპის მიერ შექმნილი დემოკრატიული და საერთაშორისო ინსტიტუტების წინააღმდეგ ბრძოლის საშუალებებს“ - განაცხადა სენატორმა კარდინმა ანგარიშის წარდგენისას.

ანგარიშში ნათქვამია, რომ "როგორც არასდროს, ახლა აშშ-ს ჰყავს ისეთი პრეზიდენტი, რომელიც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის მზარდ საფრთხეს ღიად აიგნორებს."

ანგარიშში საუბარია რუსეთის მხრიდან ევროპის ქვეყნებში განხორციელებულ კიბერომზე, სოციალურ მედიაში ყალბი ინფორმაციის გავრცელებაზე, პოლიტიკური ჯგუფების დაფინანსებაზე, კორუფციაზე, მკვლელობების მცდელობეზე, სამხედრო ოპერაციებზე, რომლებიც საქართველოსა და უკრაინის დემოკრატიული მთავრობის დესტაბილიზაციისკენ იყო მიმართული.

მოკვლევა თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა. ანგარიშის ავტორებს ჰქონდათ კომუნიკაცია იმ ქვეყნების ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც, რომლებიც კრემლის სამიზნე გახდნენ.

206-გვერდიან ანგარიშში დოკუმენტირებულია ინფორმაცია რუსეთის მიერ მის ფარგლებს გარეთ გავლენის გავრცელების მექანიზმებისა და ინსტრუმენტების შესახებ.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42