BBC-ის სერიალი McMafia, რომელშიც ქართველი მსახიობი მერაბ ნინიძეს თამაშობს, დიდ ბრიტანეთში რუსეთის საელჩოს კრიტიკის ობიექტი გახდა.
საელჩოში აცხადებენ, რომ სერიალი მაყურებელს რუსეთისა და რუსი ხალხის მიმართ ნეგატიურად განაწყობს.
„ McMafia-ში დიდი ბრიტანეთი ასახულია, როგორც მოედანი რუსი განგსტერებისთვის. იმედია, მაყურებელი ამ კლიშეებს არ აყვება“ - ნათქვამია საელჩოს თვითერზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. საელჩოს თქმით, გაერთიანებულ სამეფოში, რუსეთის მოქალაქეების მიერ ჩადენილი კრიმინალური დანაშაულის რიცხვი ძალიან მცირეა.
„ტელეგრაფი“ კი იტყობინება, რომ დიდი ბრიტანეთის იუსტიციის სამინისტროს მონაცემებით, 2017 წლის სექტემბრის მონაცემებით, ინგლისსა და უელსში რუსეთის 35 მოქალაქე დააპატიმრეს, რაც პოლონეთის , ლიტვისა და პორტუგალიის მოქალქეების რიცხვზე ნაკლებია.
რაც შეეხება McMafia-ს, სერიალის სიუჟეტი გლობალური მაფიის ისტორიას ეხება. რუსი მაფიოზის შვილი, რომელიც ბრიტანეთში გაიზარდა, ოჯახის წევრი საკუთარი წარსულისგან გაქცევას და ახალი ბიზნესის დაწყებას ცდილობს, რასაც კვლავ კრიმინალურ სამყაროში დაბრუნება მოჰყვება.
სერიალის პრემიერა BBC One-ის ეთერში 1 იანვარს შედგა.
მასალის გამოყენების პირობები






