კომიქსების ლეგენდას სტენ ლის სექსუალურ შევიწროებაში ადანაშაულებენ. აღნიშნული ბრალდების ავტორები ის ექთნები გახლავთ, რომლებიც ლის უვლიან ლოს ანჯელესის სახლში.
“დეილი მეილის“ ცნობით Marvel-ის შემქმნელი, 95 წლის ლი დადანაშაულებულია იმ ფაქტში, რომ იგი სხვადასხვა სექსუალური სახის ფრაზებს იყენებს ახალგაზრდა ექთნების მიმართ და ასევე უთვალთვალებს მათ.
მან ერთ-ერთ მედდას ორალური სექსი მოსთხოვა, ასევე გავრცელებული ინფორმაციით ახალგაზრდა ქალბატონების თანდასწრებით შიშველი მოძრაობს საკუთარ სახლში და ითხოვს, რომ იყოს „დაკმაყოფილებული“ საკუთარ საძინებელ ოთახში.
ასევე ვრცელდება ინფორმაცია იმის შესახებ, რომ კომპანია, რომელიც ვარსკვლავებისთვის მედდებისა და ექთნების დაქირავების საკითხს უზრუნველყოფს, კომიქსების ლეგენდის წინააღმდეგ სასამართლო პროცესს აწარმოებს. თუმცა, ჯერჯერობით სამართალდამცავ ორგანოებს ამასთან დაკავშირებით არავითარი კომენტარი არ გაუკეთებიათ.
თავად ლი ბრალდებას კატეგორიულად უარყოფს და აცხადებს, რომ აუცილებლად დაიცვას საკუთარ სახელსა და იმიჯს.
95 წლის სტენ ლი Marvel-ის ყოფილი პრეზიდენტი და თავმჯდომარეა, ასევე Spider-Man-ის, the Fantastic Four-ის, Iron Man-ის, the X-Men-ის და კიდევ მრავალი კომიქსისა თუ სუპერგმირის თანაშემქმნელი.
Marvel ისტორიაში ყველაზე მასშტაბური კინო სტუდიაა, რომლის ბიუჯეტი 23 მილიარდს შეადგენს.
აღსანიშნავია რომ ჰოლივუდში კომიქსების ტიტანების Marvel-ისა და DC-ის კონკურენცია ზენიტშია. მსოფლიო საზოგადოების მოსაზრება კი ორად გაყოფილი, რომელი უკეთესია? ამ კუთხით MARVEL გაცილებით დიდი პოპულარობით სარგებლობს. ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ აღნიშნული ბრალდება გარკვეულ შავ PR-ს უკავშირდებოდეს DC-ის მხრიდან.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის მიწურულს DC-იმ მისი სუპერ გმირების ALL IN გამოუშვა - „JUSTICE LEAGUE“, ფილმმა არ დადო ის რეიტინგი, რომელსაც კომპანია ელოდა.
Marvel-მა კი ნოემბერში „თორის“ მესამე ნაწილი გამოუშვა, რომელმაც მიუხედავად იმისა, რომ არ არის All In მაინც გაცილებით დიდი რეიტინგი მოიპოვა ვიდრე DC-ის „JUSTICE LEAGUE“-მ.
ასევე, მიმდინარე წლის 4 მაისს მსოფლიო Marvel-ის All in-ს იხილავს - „Avengers: Infinity War“, ფილმს ძალიან მაღალ რეიტინგს უწინასწარმეტყველებენ.
იგი ორ ეპიზოდადა წარუდგება საზოგადოებას, კომიქსების მიხედვით Marvel-ის ყველა სუპერ გმირი უნდა მოკვდეს გარდა ჰალკისა. ფილმში ვიხილავთ: Black Widow, Gamora, Star-Lord, Drax, Scarlet Witch, The Collector, Loki, Winter Soldier, Thor, Spider-Man, Captain America, Iron Man, Vision, Dr. Stephen Strange, Hawkeye, Ant-Man, Hulk, Falcon, War Machine.
მაშინ, როცა DC-ის „JUSTICE LEAGUE“-ში წარმოდგენილნი არიან მხოლოდ: Batman, Superman, Wonder Woman, The Flash, Aquaman და Cyborg.
ერთ-ერთ ეპიზოდში ბენ აფლეკის გმირი „ბეტმენი“ თავადვე ამბობს: „იმისათვის, რომ ბოროტებას შევებრძოლოთ ძალიან ცოტანი ვართ და სუპერმენის გაცოცხლება აუცილებელია“. „კიბორგის“ შესაძლებლობები კი თავისუფლად შეგვიძლია ვთქვათ, რომ DC-იმ Marvel-ის Iron man-ისგან აიღო.
ცნობილია, რომ “Avengers: Infinity War“ ჰოლივუდის ისტორიაში შესაძლოა ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი გახდეს, საუბარია დაახლოებით ერთ მილიარდ ამერიკულ დოლარზე ფილმის ორივე ნაწილისთვის, ანუ თითო ნაწილის ბიუჯეტი 500 ათას ამერიკულ დოლარს შეადგენს. ამ ეტაპზე ყველაზე მაღალბიუჯეტიანი ფილმი pirates of the Caribbean: On Stranger Tides გახლავთ - 397 მილიონი ამერიკული დოლარით,
რაც შეეხება DC-ის „JUSTICE LEAGUE“-ს, ფილმის ბიუჯეტი 300 ათასი აშშ დოლარი გახლავთ.
მასალის გამოყენების პირობები






