„ჩვენ ირანშიც გვაქვს თვალები და ყურები“- განაცხადა „მოსადის“ დირექტორმა და დასძინა, რომ “მოხარული იქნებოდა, ირანში სოციალური რევოლუციის ხილვით.“
მისი თქმით, ირანის პრეზიდენტის ჰასაზ როუჰანისადმი არსებული მოლოდინების მიუხედავად, მან ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება ვერ შეძლო, რამაც ხალხი ქუჩაში გაიყვანა.
შეგახსენებთ, თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი ანტისამთავრობო აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემით საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაკავებულია. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო, თუმცა დარბევის შემდეგ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული. აიათოლა ალი ხამენეიმ კი თეირანის „უცხოელი მტრები“ დაადანაშაულა იმ დემონსტრაციების პროვოცირებაში, რომლის დროსაც თავდასხმები მოხდა პოლიციის განყოფილებებსა და სასულიერო ლიდერების ოფისებზე. მისმა თანაშემწეებმა კი კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელეს, რომლებსაც ისინი არეულობის გაღვივებაშიდამნაშავეებად მიიჩნევენ. ესენი არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი.
მასალის გამოყენების პირობები






