"ოქროს გლობუსის" 75-ე დაჯილდოება საინტერესო იყო არა მხოლოდ ნომინაციებით, არამედ მსახიობთა "შავი პროტესტით", ფემინისტი აქტივისტებით, მიმტანი ტომ ჰენკსით და სხვა.
ერთ-ერთი საინტერესო მომენტი კი ყველას გამორჩა. ყველას, დაკოტა ჯონსონის გარდა.
მოკლედ, ბრედ პიტის ყოფილი ცოლები ჯენიფერ ენისტონი და ანჯელინა ჯოლი დაჯილდოებას ერთად პირველად დაესწრნენ. დიახ, ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ორივენი ერთ წვეულებაზე იყვნენ. წლების განმავლობაში, თუკი ერთ-ერთი მათგანი დაჯილდოებაზე მისვლას დათანხმდებოდა, მეორე უარს ამბობდა.
წელს კი ისინი ოქროს გლობუსის 75-ე დაჯილდოების ცერემონიალზე გადაიკვეთნენ. მიუხედავად იმისა, რომ მსახიობები წითელ ხალიჩაზე ერთმანეთს აცდნენ, ყურადღების ცენტრში ყოფნა მაინც მოახერხეს.
ჯენიფერ ენისტონმა რეიჩელ ბრონსაჰენს ჯილდო გადაცა. მისი სიტყვის გამოსვლისას, ჯოლი დაარბაზში იმყოფებოდა, თუმცა ძალიან შეეცადა ენისტონი დაეიგნორებინა, ეს ყველაფერი კი დაკოტა ჯონსონმა დააფიქსირა. აღნიშნული სტოპ-კადრი , როგორ ცდილობს დაკოტა "შეუმჩნევლად" დააფიქსიროს ანჯელინას რეაქცია, ინტერნეტის ჰიტი გახდა.
როგორც გაირკვა, ოქროს გლობუსზე ბრედ პიტიც იყო მიწვეული, თუმცა მისვლაზე უარი განაცხადა.


მასალის გამოყენების პირობები






