პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, შანხაის გამოფენა კარგი შესაძლებლობაა ქართველი მეწარმეებისთვის, რათა სამომავლოდ დააკონტრაქტონ და გაყიდონ საკუთარი პროდუქცია თუ მომსახურება, მათ შორის, საუბარია ტურიზმზეც. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წელს ჩინეთიდან ტურიზმი 54 პროცენტით გაიზარდა. მისივე თქმით, აღნიშნული მაჩვენებელი იძლევა იმის პროგნოზირების შესაძლებლობას, რომ პოტენციალი ამ მიმართულებით დიდია. აქედან გამომდინარე, პირველი ვიცე-პრემიერის განცხადებით, ჩინეთის გამოფენაში მონაწილეობით ასევე ტურისტული სექტორის წარმომადგენლებიც უნდა იყვნენ დაინტერესებულნი.
2018 წლიდან საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ამოქმედდა. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, აღნიშნული შეთანხმება გაზრდის ჩვენი ექსპორტის შესაძლებლობებს ჩინეთის ბაზარზე.
მასალის გამოყენების პირობები






