ტრენინგი სამი სხვადასხვა მიმართულებით, სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდება. მონაწილეები შეისწავლიან LittleBits-ის, Arduino -სა და Lego Robotics -ის საწყისებს. ერთი კვირის განმავლობაში გაგრძელდება ტრენერთა გადასამზადებელი ტრენინგი LittleBits-ის მიმართულებით,
რომლის ფარგლებშიც მონაწილეები LittleBits - ის საფუძვლებს დაეუფლებიან, რაც მარტივი ელექტრონული მოწყობილობების აწყობას გულისხმობს, ამავდროულად, განივითარებენ გუნდური მუშაობისა და ტრენერობისთვის საჭირო უნარ-ჩვევებს.
ტრენინგის მონაწილეები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, სადაც ერთ-ერთი მთავარი პირობა პროგრამირების საწყისების, ელექტრონიკისა და ინგლისური ენის ცოდნა იყო. ტრენინგების დასრულების შემდეგ მონაწილეებს გადაეცემათ სერთიფიკატები. გარდა ამისა გადამზადებული ტრენერები ვალდებულნი იქნებიან უსასყიდლოდ ჩაატარონ 2 საათიანი ვორქშოფი სკოლის მოსწავლეებისთვის მინიმუმ სამჯერ ტექნოპარკის ბაზაზე.
შემდეგი ტრენინგი „ლეგო რობოტიკის“ მიმართულებით 15 იანვარს აიღებს სტარტს და ერთი კვირის განმავლობაში გაგრძლდება.
მასალის გამოყენების პირობები






