განცხადების ტექსტი მედიას ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა, ქორეპისკოპოსმა თეოდორე ჭუაძემ გააცნო. ორეპისკოპოსის თქმით, საპატრიაქოსთვის ცნობილია შექმნილ ვითარებსთან დაკავშირებით, ამის თაობაზე, ორივე დაპირისპირებული მხარის პოზიციები იყო მოსმენილი, მეუფეს თქმით, ისინი ჩამობრძანებული იყვნენ საპატრიარქოში, სადაც პატრიარქთან შეხვედრა გამართეს.
"პატრიარქმა და ჩვენ ორივე მხარეს მოვუსმინეთ. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ შეიქმნება კომისია, რომელიც ერთ კვირაში ჩავა ადგილზე, შეაგროვებს მასალებს და წარუდგენს პატრიარქს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად. მინდა მოვუწოდო ყველას, მრევლს, მორწმუნე ადამიანებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და ღვთის მადლით დაელოდონ პატრიარქის გადაწყვეტლებას", _ აღნიშნა ქორეპისკოპოსმა.
შეგახსენებთ, რომ ზესტაფონში, ადგილობრივ ეპარქიაში დაპირისპირებაა მართლმადიდებელ მრევლსა და ეპისკოპოსს შორის.
როგორც ,,ნიუპოსტს" ადგილობრივმა მრევლმა განუცხადა, ეპარქიის წინ მრევლი აქციას მართავს და ისინი მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსს, მეუფე ვახტანგს უპირისპირდებიან.
,,მე მართლა ვერ გეტყვით, რასთან გვაქვს საქმე, მრევლი ითხოვს პატრიარქისგან მეუფის ეპარქიიდან გაწვევას", - აცხადებს ადგილობრივი მკვიდრი. მრევლის სხვა წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ეპისკოპოსი შემჩნეულია არასასურველ ქმედებებაში, მათ შორის მრუშობასა და არაკეთილსინდისიერ დამოკიდებულებაში მრევლსა და ეკლესიასთან მიმართებაში.
აქციის მონაწილეთა შეშფოთებას იწვევს ისიც, რომ საპატრიარქოში შედგა ამ საკითხის განხილვა, თუმცა მათი თქმით, დასაჯეს ის პირები, ვინც მეუფეს სდებდნენ ბრალს. თუმცა ერთი ნაწილი აცხადებს, რომ მეუფის მიმართ საყვედურები არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ სწორედ ეპარქიაში მოღვაწე სასულიერო პირები ჩადიოდნენ მსგავს უღირს საქციელს და ისინი მეუფისგან ითხოვენ მათ განკვეთას ეკლესიიდან.
მასალის გამოყენების პირობები






