მოლაპარაკებების მთავარი თემა, ფხენიანსა და სეულს შორის ურთერთობების ნორმალიზება და ჩრდილოეთ კორეის ზამთრის ოლიმპიადაში შესაძლო მონაწილეობა იყო. "ბიბისის" ცნობით, მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს და სამხრეთ კორეაში დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადაში ჩრდილოეთ კორეის გუნდიც მიიღებს მონაწილეობას. მოლაპარაკებები სამხრეთ და ჩრდილოეთ კორეის დელეგაციებს შორის ამ დრომდე მიმდინარეობს.
თავის საახალწლო მიმართვაში ჩრდილოეთ კორეის ლიდერმა კიმ ჩენ ინმა განაცხადა, რომ ატომურ შეიარაღებას გაზრდის, თუმცა ამავე დროს სამხრეთ კორეასთან ურთიერთობების გაუმჯობესების აუცილებლობაზეც ილაპარაკა. სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ ეს წინადადება დადებითად შეაფასა და მოლაპარაკების ფორმატიც განისაზღვრა.
ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეის უმაღლესი დონის შეხვედრა ბოლოს 2015 წლის დეკემბერში გაიმართა.
მასალის გამოყენების პირობები






