34 წლის ავსტრალიელი სუპერმოდელი, მირანდა კერი საჯაროდ პირველად გამოჩნდა მას შემდეგ რაც მისი ორსულობის შესახებ გახდა ცნობილი.
ორსული კერი, ოქროს გლობუსის წვეულებაზე შავი კაბით გამოჩნდა, როგორც წლევანდელ დაჯილდოებაზე მიწვეული თითქმის ყველა სტუმარი.








შეგახსენებთ, 2017 წლის ნოემბერშ ცნობილი გახდა, რომ მირანდა კერი და Snapchat-ის დამფუძნებელი, 27 წლის ევან შპიგელი პირველ შვილს ელოდებიან.
მირანდასთვის ეს მეორე , ევანისთვის კი პირველი შვილია.
მირანდა და ევანი ერთმანეთს 2014 წლიდან ხვდებოდნენ. ისინი 2016 წლის ივლისში დაინიშნენ. 2017 წლის მაისში კი იქორწინეს.
ევანი Snapchat-ის დამფუძნებელი და ფორბსის მიხედვით ყველაზე ახალგაზრდა მილიარდელია. 27 წლის ასაკში მისი ქონება 4.4 მილიარდი დოლარია.
34 წლის მირანდა კერი კი ყველაზე წარმატებული ავსტრალიელი მოდელია. 2008 წლიდან მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე შემოსავლიანი მოდელი, აქვს საკუთარი ბრენდი, KORA Organics, გამოცემული აქვს წიგნი. მირანდა კერი ფორბსმა 2016 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელებს შორის დაასახელა. გასული 12 წლის განმავლობაში მირანდას შემოსავალმა 6 მილიონი დოლარი შეადგინა.
მირანდა კერი 2013 წელს მსახიობ ორლანდო ბლუმს დაშორდა. მირანდას და ბლუმს 6 წლის ბიჭი ჰყავთ.
მასალის გამოყენების პირობები






