ისტორია, რომელიც XX საუკუნის 20-იან წლებში მოხდა, კინოსცენარს ჰგავს, ქალი სახელად დოლი ოსტერრაიხი, ისტორიაში შევიდა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე ჩახლართული დანაშაულის მთავარი მოქმედი პირი. ყველაფერი დაიწყო იმით, რომ ის მეუღლის მხრიდან ყურადღების დეფიციტს განიცდიდა.30 წელზე მეტი ასაკის დოლი გათხოვილი იყო ფაიფურის მწარმოებელი ქარხნის მფლობელ ფრედ ოსტერრაიხზე. დოლი მთელი დღე სახლში იყო და ყოველდღიური სახლის საქმეებით თავი ქონდა მობეზრებული, მისი მეუღლე კი მთელ დღეებს სამსახურში ატარებდა და თუ ცოტა თავისუფალი დრო გამოუჩნდებოდა, იმასაც ბარებში, ალკოჰოლის სმაში ხარჯავდა.

როდესაც ოტომ ოსტერრაიხების სახლის ზღურბლს გადააბიჯა, ის გაოცებული დარჩა, დოლი მას საღამურში დახვდა... ასე დაიწყო მათი საიდუმლო კავშირი, რომელიც თითქმის 10 წელი გრძელდებოდა.
თავდაპირველად ოტო და დოლი ერთმანეთს სასტუმროებში ხვდებოდნენ, მოგვიანებით ქალს მობეზრდა სასტუმროს ნომრებში ფულის ხარჯვა და გადაწყვიტა, რომ ახალგაზრდა მამაკაცი თავისთან სახლში მიეყვანა. ბიჭის ხშირად სტუმრობამ მეზობლები დააეჭვა და მისი ვინაობით დაინტერესდნენ, რაზეც დოლიმ უპასუხა, რომ ოტო მისი შორეული ნათესავი იყო. თუმცა ამ კითხვების გაჩენის შემდეგ დოლიმ გადაწყვიტა, რომ აღარ გაერისკა და საკმაოდ უცნაური გადაწყვეტილება მიიღო. მან ოტო თავისი სახლის სხვენში დაასახლა. ბიჭს ოთახიდან გამოსვლა ეკრძალებოდა და მისი ცხოვრების მთავარ ფუნქციად დოლის ვნებების დაკმაყოფილება იქცა, ამისგან თავისუფალ დროს კი ის წერდა, ან ქალს საყოფაცხოვრებო საქმეში ეხმარებოდა.
ასე გაგრძელდა 5 წელი. ერთხელაც ფრედმა დოლის აცნობა იმის შესახებ, რომ საცხოვრებლად სხვა ქალაქში უნდა გადასულიყვნენ, თუმცა დოლიმ გამოსავალი მაინც იპოვა და ქმარი ისეთი სახლის ყიდვაზე დაიყოლია, რომელსაც სხვენი ექნებოდა. სხვა ქალაქში გადასვლის შემდეგ ოტოს და დოლის ამგვარი ურთიერთობა კიდევ 4 წელი გაგრძელდა, თუმცა დასასრული ყველაფერს აქვს...
1922 წლის აგვისტოს თვეში ოსტერრაიხების წყვილს ჩხუბი მოუვიდა, ისინი ისე ხმამაღლა კამათობდნენ, რომ ოტო ორი პისტოლეტით შეიარაღდა და სხვენიდან სახლში ჩავიდა. ამის შემდეგ დოლის ქმარსა და საყვარელს შორის დაპირისპირება მოხდა, რის შედეგადაც ოტომ ფრედს ესროლა.
რამდენიმე წუთში ოტომ და დოლიმ აღმოაჩინეს, რომ დანაშაული ჩაიდინეს და ორივე მათგანს მკვლელობის ბრალდებით ციხეში ჩასმა, ან სულაც სიკვდილით დასჯა ემუქრებოდათ. წყვილს არ უყოყმანია, ისე გადაწყვიტეს, რომ მკვლელობა დაყაჩაღებად წარმოედგინათ, მათ ფრედის ხელიდან ძვირადღირებული ბრილიანტიანი საათი მოხსნეს, ოტომ კი დოლი საკუჭნაოში ჩაკეტა, რომ მისთვის ალიბი შეექმნა, საკუკჭნაოს გასაღები გადააგდეს...
მეზობლების მიერ გამოძახებულმა პოლიციამ, სწორედ საკუჭნაოში აღმოაჩინა დოლი, რომელმაც მათ დაყაჩაღების ვერსია მოუყვა და მიუხედავად იმისა, რომ პოლიციელებში უნდობლობას იწვევდა დაყაჩაღების ფაქტი, საბოლოოდ გამოძიებამ მაინც ამ ვერსიას დაეყრდნო.
დოლი თავისუფალი ქალი გახდა და საცხოვრებლად ახალ სახლში გადავიდა. ახლა წყვილს ხელს არაფერი უშლიდა, რომ ერთად ეცხოვრათ და თავისი კავშირი არ დაემალათ, თუმცა ოტო იმდენად მიეჩვია სექსმონის როლს, რომ გადაწყვიტა ახალ სახლშიც სხვენში ეცხოვრა. ამის შემდეგ დოლიმ ახალი თაყვანისმცემელი გაიჩინა, ეს იყო ადვოკატი ჰერმან შაპირო.

ის ისეთივე შრომისმოყვარე აღმოჩნდა, როგორც დოლის გარდაცვლილი ქმარი, ამიტომ დოლიმ გადაწყვირა, რომ ეს 2 კაცი მისთვის არასაკმარისი იყო და მოძებნა მესამე - როი კლამბი. ამ ადამიანთან დოლი გაცილებით გულახდილი იყო და სწორედ მას სთხოვა იმ პისტოლეტების გადაგდება, რომელიც მასში ცუდ მოგონებებს აღძრავდა. როიმ ქალის თხოვნა არ შეასრულა და მტკიცებულებები შეინახა, როის და დოლის კონფლიქტური დაშორების შემდეგ კი ის პოლიციაში გაემართა და სამართალდამცავებს მოუყვა იმის შესახებ, რომ დოლი ქმრის მკვლელობაში იყო გარეული.
დოლი ოსტერრაიხი დააპატიმრეს, თუმცა დანაშაულს ვერ უმტკიცებდნენ, პისტოლეტები იმდენად იყო დაზიანებული, რომ მათი მატერიალურ მტკიცებულებებად გამოყენება შეუძლებელი გახდა. იმ დროის განმავლობაში, ვიდრე დოლი საკანში იყო, თავის რიგით მეორე საყვარელს - ადვოკატ ჰერმანს გულმხურვალედ სთხოვდა სხვენში მყოფი „შორეული ნათესავისთვის" საკვები მიეტანა.

როდესაც ჰერმანი დოლის სახლში მივიდა ის ოტოს გაესაუბრა და მოახერხა გაერკვია დოლის და ოტოს ურთიერთობის ნამდვილი არსი. უცნაურია, თუმცა ჰერმანი ამ ისტორიაზე არ გაბრაზებულა, ის ოტოს გაქცევაში დაეხმარა, მიაღწია დოლის გათავისუფლებას და მასთან ერთად ცხოვრება დაიწყო.
ჰერმანმა და დოლიმ ერთად მთელი 7 წელი იცხოვრეს, თუმცა საქმე ისევ უსიამოვნო განშორებამდე მივიდა. დოლისთან გაშორების შემდეგ ჰერმანი პოლიციაში მივიდა და სამართალდამცავებს ოტოს და დოლის დანაშაულის მთელი საიდუმლოებები გაუმხილა.
მასალის გამოყენების პირობები






