ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ალი ლარიჯანი, საპროტესტო აქციების დროს დემოსტრატების დაკავებისას სამართალდამცველების მხრიდან ძალის შესაძლო გადამეტების ფაქტების შესწავლას ითხოვს.
„ჩვენ არ გვინდა, რომ ადამიანის უფლებები დაირღვეს იმის გამო, რომ მათ კრიტიკული მოსაზრება გამოთქვეს.“- განაცხადა ლარიჯანის პრეს მდივანმა ბეჰრუს ნემათიმ , 7 იანვარს პარლამენტის საგანგებო სხდომის შემდეგ. მისი თქმით, თუ დაკავების დროს შეცდომები იქნა დაშვებული, ის დაუყოვნებლივ უნდა გამოსწორდეს.
ნემათის თქმით, ხელისუფლებამ დემონსტრანტების მოთხოვნები ყურადღებით უნდა გადაამოწმოს, პოლიციამ და სპეცსამსახურებმა კი დაუყოვნებლივ უნდა მოაამზადონ მოხსენებები საპროტესტო აქციებისა და დაკავებების შესახებ. გარდა ამისა პარლამენტის თავმჯდომარის პრეს-მდივანი აცხადებს, რომ დაკავებულები, განსაკუთრებით კი სტუდენტები, უზრუნველყოფილნი უნდა იყვნენ ადვოკატის მომსახურებით.
ნემათის განცხადებით, პარლამენტის თავმჯდომარისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ საპროტესტო აქციებმა გავლება არ მოახდინოს „ეროვნულ ერთობაზე“, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ მომავალში დაძაბულობა თავიდან იქნას აცილებული.
ირანის ხელისუფლების რეფორმატორთა ფრთა შიშობს, რომ მკაცრი ხაზის გატარების მომხრეებმა შესაძლოა არეულობა იმისთვის გამოიყენონ, რომ ხალხი მთავრობის დღევანდელი ზომიერი პოლიტიკის წინააღმდეგ განაწყონ.
გუშინ ციხიდან ათეულობით დემონსტრანტის გათავისუფლება მოხდა. ირანის გენერალური პროკურორის აბას ჯაფარი დოლატაბადის თქმით, გათავისუფლებულია 70 პირი და ეს ტენდენცია გაგრძელდება, თუმცა მისი თქმით, ეს არ შეეხება იმ პირებს, რომლებიც აქციის მონაწილეებს არეულობისკენ მოუწოდებდნენ.
მასოვრივი საპროტესტო გამოსვლები ირანში 2017 წლის 28 დეკემბერს დაიწყო. თავდაპირველად ის ირანის ხელისუფლების ეკონომიკური პოლიტიკისა და ფასების ზრდის წინააღმდეგ იყო მიმართული, შემდეგში კი პოლიტიკური მოთხოვნებიც გაისმა, მათ შორის ქვეყნის პრეზიდენტისა და უმაღლესი სასულიერო ლიდერის წინააღმდეგ.
დაკავებულთა რაოდენობის შესახებ ოფიციალური ინფორმაცია არ გავრცელებულა, თუმცა სხვადასხვა წყაროების მიხედვით მათი რაოდენობა 100-დან 1800-მდეა, მათ შორის კი თითქმის 100 სტუდენტია. საპროტესტო აქციების დროს დაიღუპა 21 ადამიანი.
ირანში საპროტესტო აქციის მონაწილეებისადმი მხარდაჭერა გამოხატა შეერთებულმა შტატებმა, შედარებით თავშეკავებული იყო ევროკავშირის პოზიცია.
მასალის გამოყენების პირობები






