რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება
მსოფლიო - 11:54, 08 Jan, 2018     2641
რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციიდან გასვლით იმუქრება, - ამის შესახებ განცხადება რუსეთის ფედერაციის საბჭოს ეკონომიკური კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე სერგეი კალაშბიკოვმა გააკეთა.

კალაშნიკოვის თქმით, ეს იმ შემთხვევაში მოხდება, თუ დაკმაყოფილებული იქნება ევროკავშირის მოთხოვნა, რომელიც რუსეთისგან იმ კონტრსანქციების გამო, რა დროსაც რუსეთმა სხვა ქვეყნებიდან ღორის ხორცის იმპორტი შეზღუდა, მილიარდ ევროზე მეტს ითხოვს

„სანქციები საერთოდ არ შეესაბამება მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესებს... თუ ევროკავშირის სარჩელი დაკმაყოფილდება, ჩვენ ალბათ მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ჩვენ მონაწილეობას შევზღუდავთ, შესაძლოა სრული სახითაც.“- განაცხადა კალაშნიკოვმა.

მისი თქმით , მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის წესები პირველი ევროპელებმა დაარღვიეს , როდესაც მოსკოვის წინააღმდეგ სანქციები დააწესეს.

შეგახსენებთ, ევროკავშირი, ღორის ხორცის იმპორტზე დაწესებული შეზღუდვების გამო, რუსეთის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის არბიტრაჟმა დაიწყო ევროკომისიის სარჩელის განხილვა, რომლის თანახმადაც, რუსეთმა კონტრსანქციებით მიყენებული ზარალის გამო, კომპენსაციის სახით 1.4 მილიარდი ევრო უნდა გადაიხადოს ყოველწლიურად.

რუსეთი მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი 2012 წლის ზაფხულში 19-წლიანი მოლაპარაკებების შემდეგ გახდა. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია საერთაშორისო ვაჭრობის წესებს არეგულირებს. ამ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ვალდებულნი არიან მკაცრად დაიცვან მის მიერ დაწესებული წესები.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42