ლევან ხაბეიშვილი _,, ვფიქრობ, რომ ზუგდიდში განვითარებული მოვლენები იყო ქართული ოცნების მიერ პროვოცირებული და ეს არ ემსახურება ქვეყანაში სტაბილური მგდომარეობის შენარჩუნებას. დღევანდელმა ხელისუფლებამ უნდა გაითავისოს რომ მათ უნდა განახორციელონ ხელისუფლება და თავი შეიკავონ აგრესიისკენ მიმართული აქციებისა და მანიფესტაციებისგან."
ამირან სონიშვილი _ საგარეჯოს დროა: ,,ვესწრებოდი პრაიმერს თელავში, სადაც მშვიდობიან გარემოში ჩატარდა და ამისთვის ხელი არ შეუშლია გარეშე ფაქტორებს, იმედს გამოვთქვამ თელავი იქნება სამაგალითო და სწორედ ასე დემოკრატიულად ჩატარდება მომდევნო პრაიმერებიც.
ლადო ჭითანავა _ სამეგრელოს დროა:,,დღევანდელი ფაქტები იყო ჩემთვის სამარცხვინო და სირცხვილია რომ მიქაიას და ანთიას გვერდით უდგას სამეგრელოს მოსახლეობის ის ტიპაჟი, რომელიც ასეთ უმსგავსობას სჩადის. ასეთი აქციები არის ჩემთვის მიუღებელი და ოცდამეერთე საუკუნისთვის შეუფერებელი."
გიორგი ფორჩხიძე_ ტყიბულის დროა: ,,თუ გვინდა რომ ჩვენი ქვეყანა წავიდეს წინ, მომავალი იყოს ნათელი და გავხდეთ დიდი ევროპული ოჯახის წევრი, მაშინ მსგავსი ძალადობის შემცველი ფაქტები არ უნდა ხდებოდეს ჩვენს რეალობაში"
თეონა ჭალიძე _ ,,საზოგადოებრივი კავშირი დროა ხვალ დაგეგმილ ბათუმის პრაიმერს დაესწრება საგარეჯოს, ტყიბულის, სამეგრელოს, თბილისის დროას წარმომადგენლები. ორგანიზაციის წევრები გაუწევენ მონიტორინგს პრაიმერს და დააკვირდებიან ბათუმის შერატონის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებს. დღის ბოლოს კი ანგარიშს წარუდგენენ საზოგადოებას. ვიმედოვნებთ, რომ ხვალ დაგეგმილ ბათუმის პრაიმერი ჩაივლის მშვიდ გარემოში."
მასალის გამოყენების პირობები






