EBRD-ი ენგურჰესის რეაბილიტაციისთვის საქართველოს 28 მილიონ ევროს გამოუყოფს
ბიზნესი & ეკონომიკა - 18:38, 06 Jan, 2018     1619
საქართველოსა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს (EBRD) შორის გაფორმდა შეთანხმება „ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი - კლიმატური პირობებისადმი მდგრადობის გაუმჯობესება“ დაფინანსების მიზნით.

დოკუმენტს ხელი მოაწერეს საქართველოს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

შეთანხმების თანახმად, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი საქართველოს გამოუყოფს 28 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსურ რესურსს, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის.

„ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკთან ჩვენ გვაკავშირებს სამაგალითო ურთიერთობა. ბანკის მხარდაჭერით ჩვენ ვახორციელებთ პროექტებს ისეთ სფეროებში, როგორიცაა ენერგეტიკა, ტრანსპორტი, წყალმომარაგების სისტემები. გასულ წელს ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში განახორციელა რეკორდული მოცულობის ინვესტიციები, 2018 წელი კიდევ უფრო წარმატებული იქნება ამ მიმართულებით. დღევანდელი ხელშეკრულება ეხება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი აქტივის რეაბილიტაციას - ენგურის ჰიდროელექტროსადგურს. ენგურჰესს აქვს კრიტიკული მნიშვნელობა ჩვენი ეკონომიკისთვის და მინდა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს კიდევ ერთხელ დიდი მადლობა გადავუხადო ამ პროექტის დაფინანსებისთვის“, - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ 2018 წლის პირველ კვირას ხელი მოვაწერეთ პირველ ტრანზაქციას საქართველოს მთავრობასთან. ხელმოწერილი დოკუმენტი გულისხმობს 28 მლნ ევროს ოდენობის სესხის გამოყოფას ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის, ევროკავშირმა ასევე დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით, რომელიც მიმართული იქნება ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის. მინდა აღვნიშნო, რომ გასულ წელს, ჩვენ გვქონდა რეკორდული აქტივობა საქართველოსთან. ეს იყო დაახლოებით, 300 მლნ აშშ დოლარის მოცულობის ინვესტიცია, რაც 50 მლნ-ით მეტია 2016 წელთან შედარებით. მნიშვნელოვანია, რომ ბანკმა 20-ზე მეტი პროექტის დაფინანსებაში მიიღო მონაწილეობა. მოხარულები ვართ, რომ ჩართულები ვართ საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში“, - აღნიშნა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის რეგიონულმა დირექტორმა კავკასიაში, მოლდოვასა და ბელორუსში ბრუნო ბალვანერამ.

პროექტის განხორციელება დაგეგმილია 2018-2021 წლებში.

პროექტის განმახორციელებელია - შპს „ენგურჰესი“.

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის დეკემბერში, ევროკავშირმა აღნიშნული პროექტისთვის დაამტკიცა 7 მილიონი ევრო გრანტის სახით.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მხრიდან ენგურის ჰიდროელექტროსადგურის რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი თანხის მოცულობა დღეს გამოყოფილი თანხის ჩათვლით, 100 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42