ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი საბოლოოდ ეთქვა - უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება
მსოფლიო - 18:04, 06 Jan, 2018     2437
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ ალეკსეი ნავალნის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ოპოზიციონერი პოლიტიკოსი პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების გაუქმებას და ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ მისი პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირებას ითხოვდა.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით, პირველი ინსტანციის განაჩენი უცვლელი დარჩა. ამრიგად ძალაში შევიდა რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომელის მიხედვითაც ალეკსეი ნავალნის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობაზე უარი ეთქვა.

სასამართლო სხდომამ ნავალნის გარეშე ჩაიარა.

რუსეთის ცესკომ ნავალნის რეგისტრაციაზე უარის თქმის მოტივად მისი ნასამართლეობა დაასახელა, უწყების ინფორმაციით ალეკსეი ნავალნის ნასამართლეობა ჯერ არ გაქარწყლებულა, სწორედ ამ გადაწყვეტილებას ასაჩივრებდა სასამართლოს სხვადასხვა ინსტანციებში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი.

ალეკსეი ნავალნიმ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის შესახებ განცხადება ჯერ კიდევ 2016 წლის დეკემბერში გააკეთა. საპრეზიდენტო არჩევნებისათვის ნავალნის კანდიდატურის დასახელებას მხარი დაუჭირა 600 ათასამდე ადამიანმა. რუსეთის რეგიონებში გახსნილია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის 79 საარჩევნო შტაბი, მიმდინარეობდა აქტიურ აგიტაციაც. ნავალნიმ და მისმა მომხრეებმა ამ დროის განმავლობაში შეძლეს მრავალათასიანი აქციების მოწყობაც.

ალეკსეი ნავალნი ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია რუსეთში. ლევადა-ცენტრის მიერ ივლისში რუსეთში ჩატარებული გამოკითხვის შედეგად მის შესახებ ინფორმაცია გამოკითხულთა 55% აქვს.

რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 2018 წლის მარტში გაიმართება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42