
საერთაშორისო კოსმოსური კვლევები
2018 წელს მნიშვნელოვან კოსმოსურ ფრენებს სხვადასხვა ქვეყანაში აპირებენ. მაგალითად, მარტში ინდოეთი გეგმავს პლანეტათაშორისო კოსმოსურ სადგურ "ჩანდრაიან-2"-ის გაშვებას, რომელიც მსუბუქ დაშვებას განახორციელებს მთვარის ზედაპირზე, მისი გრუნტის შესწავლის მიზნით.
მაისში NASA სპეციალურ ზონდ InSight-ს გაუშვებს, რომელიც ღრმად შეაღწევს მარსის გრუნტში, რაც მეცნიერებს პლანეტის წარმოშობის ისტორიის შესწავლაში დაეხმარება. აპარატი ასევე შეისწავლის პლანეტის ტექტონიკურ აქტივობას.
ივლისში. იაპონური აეროკოსმოსური სააგენტო JAXA-ს კოსმოსური სადგური "ხაიაბუსა 2" ასტეროიდ (162173) რიუგუს მიაღწევს და მისი გრუნტის ნიმუშებით დაბრუნდება დედამიწაზე. აგვისტოში, ანალოგიური მისიით, NASA-ს მიერ 2016 წელს გაშვებული აპარატი OSIRIS-REx-ი ასტეროიდ (101955) ბენუს მიაღწევს.
ევროპული კოსმოსური სააგენტო, იაპონელებთან ერთად, ამერიკული საფრენი აპარატის Messenger-ის გამოყენებით მერკურის შესწავლას გეგმავს. ფოტოგადაღებებმა და პლანეტის მაგნიტური ველის გაზომვამ უნდა დაადასტუროს მეცნიერების თეორია, რომ მერკური შედგება მასიური რკინის ბირთვისგან, რომელიც თხელი სილიკატური ქანების ფენითაა დაფარული.

კომერციული კოსმოსი
2018 წელს შედგება კომპანია SpaceXის, მსოფლიოს ერთერთი ყველაზე მძლავრი რაკეტის Falcon Heavy-ის გაშვება, რომელიც ცენტრალური და ორი დამატებითი სასტარტო ძრავითაა აღჭურვილი. მისი სიგრძე 70 მეტრია და ორბიტაზე 57 ტონამდე ტვირთის გაყვანა შეუძლია.
რაკეტა აშკარა ლიდერი ხდება კომერციული კოსმოსური ფრენების დარგში და სამომავლოდ, მისი საშუალებით იგეგმება ასტრონავტების დედამიწის ორბიტის ფარგლებს გარეთ გაყვანა. ამასთან, SpaceX-ი და Boeing-ი გეგმავს პილოტირებული ფრენების განახლებას აშშ-ის ტერიტორიიდან, მას შემდეგ რაც NASA-მ 2011 წელს შატლების პროგრამა დახურა.
ანალოგიური გეგმები აქვს NASA-საც, რომელიც ხომალდ "ორიონის" შექმნას დაიწყებს. სამუშაოს გეგმის მიხედვით წარმართვის შემთხვევაში პირველი სატესტო ფრენა 2019-ში განხორციელდება, ხოლო პილოტირებული - 2021 წელს.
სიჩქარის სენსაციური რეკორდი
2018 წლის შემოდგომაზე ბრიტანული ზებგერითი ავტომობილი Bloodhound-ი ახალი რეკორდის დამყარებას შეეცდება. ავტომობილი, რომელსაც გამანადგურებლის ძრავი აქვს, ოქტომბერში 800 კმ/სთ სიჩქარის განვითარებას შეეცდება. მართალია, ამჟამად მსოფლიო რეკორდი 1228 კმ/სთ-ია, წლევანდელი გამოცდა გარდამავალი ეტაპი იქნება, რის შემდეგადაც ბრიტანელი ინჟინრები 1610 კმ/სთ (1000 მილი/სთ) სიჩქარის მიღწევას გეგმავენ.
მასალის გამოყენების პირობები






