Bright Side სამეფო ოჯახის წევრების ხუმრობების ყველაზე შთამბეჭდავი მაგალითები შეკრიბა:
1. ქეით მიდლტონის მშობიარობამდე დედოფალმა ელისაბედმა იხუმრა:
„ვიმედოვნებ, რომ ის მალე გაჩნდება, რადგან შვებულებაში გასვლას ვაპირებ.“

2. ერთხელ, როდესაც ქეით მიდლტონს დაგვიანების მიზეზი ჰკითხეს, მან უპასუხა:
„იულიამი თავის ვარცხნილობას იწესრიგებდა“

3. პირველი შვილიშვილის შეძენის შემდეგ პრინც ჩარლზის კითხეს, ბედნიერი იყო თუ არა ამ მოვლენით, რაზეც მან უპასუხა:
„ძალიან ბედნიერი ვარ, ეს შესანიშნავი იმითაცაა, რომ შვილიშვილები ყოველთვის შეგიძლია მათ მშობლებს უკან დაუბრუნო.“

4. ქეით მიდლტონის კულინარიული შესაძლებლობები პრინცმა უილიამმა შემდეგნაირად შეაფასა:
„ქეითის კულინარია არის მიზეზი, რის გამოც მე ასეთი გამხდარი ვარ.“

5. პრინც ჩარლზ ერთხელ მოუწია ინგლისის სილამაზის დედოფლისთვის გამარჯვება მიელოცა. მან კი სიტყვა ასე დაიწყო:
„მამამ მითხრა, რომ როდესაც შევხვდები ქალბატონს ისეთ კაბაში, როგორიც თქვენია, მე მას პირდაპირ თვალებში უნდა ვუყურო.“

6. 2012 წლის მარათონზე პრინცმა ჰარიმ პირობა დადო, რომ მომავალ წელს მასთან ერთად მარათონში უილიამი და ქეითიც მიიღებდნენ მონაწილეობას. 2013 წელს კი როდესაც მას კითხეს რატომ არ მონაწილეობდნენ მისი ძმა და რძალი, ჰარიმ უპასუხა:
„ერთი ბებერია, მეორე კი ორსული.“

7. აი რას ფიქრობს პრინცი ფილიპი ეტიკეტზე:
„როდესაც კაცი ცოლს ავტომობილის კარს თავად უღებს, ან მანქანაა ახალი, ან ცოლი.“

8. როდესაც პრინც უილიამს კითხეს, რა ცოდნა მიიღო მან ასაკის მატებასთან ერთად, მან უპასუხა:
„ასაკთან მომატებისთან ერთად მივხვდი, რომ ბებიას არ უნდა ეხუმრო.“

9, ამერიკაში ერთ-ერთი ვიზიტის წინ პრინცმა ჰარიმ განაცხადა:
„ყოველ ჯერზე, როცა მე ბავშვებს ვხვდები, რომლებსაც მანამდე ეუბნებიან, რომ მათთან ნამდვილი პრინცი უნდა მივიდეს, მათ სახეზე იმედგაცრუებას ვხედავ, როდესაც გვირგვინის და მოსასხამის გარეშე მხედავენ, მე შეშფოთებული ვარ, რადგან ბავშვები, რომლებიც დისნეი ლენდს იცნობენ, ჩემზე ფიქრობენ „შენ არ ხარ პრინცი, არ გაცვია პრინცივით, სასაცილო ხარ.." ამიტომ ვაპირებ ერთხელ გვირგვინით და მოსასხამით წავიდე და ფეხზეც ის სასაცილო წვეტიანი ფეხსაცმელები ჩავიცვა"

10. ავსტრალიის უნივერსიტეტში ვიზიტისას დედოფალ ელისაბედს და მის მეუღლეს პრინც ფილიპს, ცოლ-ქმარი რობინსონები წარუდგინეს, როგორს "მისტერ და დოქტორ რობინსონები“ . მისტერ რობინსონმა აღნიშნა, რომ მისი მეუღლის ტიტული ბევრად უფრო მნიშვნელოვანი იყო ვიდრე მისი, რაზეც პრინცმა ფილიპმა უპასუხა:
„დიახ, დიახ, ჩვენც ეს პრობლემა გვაქვს ოჯახში.“

მასალის გამოყენების პირობები






