აშშ-ის და რუსეთის უთანხმოება ირანის საკითხზე - ამერიკა გაეროს უშიშროების საბჭოს მოწვევისთვის გააკრიტიკეს
მსოფლიო - 11:41, 06 Jan, 2018     2672
გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რუსეთმა კიდევ ერთხელ აჩვენეს ის უთანხმოება, რომელიც მათ ირანის საკითხთან მიმართებაში გააჩნიათ.

გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზე, რომელიც აშშ-ის ინიციატივით ირანის საკითხის განსახილველად მოიწვიეს, რუსეთის წარმომადგენელმა ვაშინგტონი მკვეთრად გააკრიტიკა და აშშ-ის მიერ ამ საკითხთან დაკავშირებით საგანგებო სხდომის მოწვევა ირანის შიდა საქმეებში ჩარევის მცდელობად შეაფასა, რაც მისი თქმით უშიშროების საბჭოს ავტორიტეტს აკნინებს. ვასილ ნებენზიამ აშშ თავისი უფლების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა. მისივე თქმით, უშიშროების საბჭოს მოწვევის რეალური მიზეზი - თეირანის ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმების გაუქმების მცდელობაა.

ვაშინგტონი უფლებამოსულების ბოროტად გამოყენებაში დაადანაშაულა გაეროში ირანის წარმომადგენელმაც.

საფრანგეთის წარმომადგენლის ფრანსუა დელატრის განცხადებით ირანის საქმეებში ჩარევა შეიძლება კონტრპროდუქტიული იყოს. მისი თქმით საერთაშორისო საზოგადოებამ ირანის ბირთვული შეთანხმების პირობები უნდა შეასრულოს.

უცხოური მედიის ინფორმაციით, აშშ-ის წარმომადგენლის ნიკი ჰეილის გადაწყვეტილება გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევის შესახებ საბჭოს სხვა წევრებისთვის მოულოდნელი იყო. ჰეილიმ საბჭოზე განაცხადა, რომ ვაშინგტონი ღიად უჭერს მხარს ირანის საპროტესტო აქციებს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42