მაკრონი თურქეთს ევროკავშირის წევრობის ალტერნატივად პარტნიორობას სთავაზობს
მსოფლიო - 11:22, 06 Jan, 2018     2840
საფრანგეთის პრეზიდენტი თურქეთს ევროკავშირში გაწევრიანების ალტერნატივად პარტნიორობას სთავაზობს. აღნიშნული განცხადება ემანუელ მაკრონმა გუშინ თურქეთის პრეზიდენტთან რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრის შემდეგ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკავშირში გაწევრიანების მთავარ შემაფერხებელ მიზეზად თურქეთში ადამიანის უფლებების მდგომარეობა რჩება:

„თუ ჩვენ ვერ შევძლებთ გადავხედოთ ამ ურთიერთობას ინტეგრაციის კონტექსტში, შესაძლოა ეს მოხდეს თანამშრომლობის, პარტნირობის მიზნით. ეს საჭიროა იმისთვის, რომ მოხდეს თურქეთის და თურქი ხალხის შენარჩუნება ევროპაში და იმისთვის რომ თურქეთის მომავალი მიმართული იყოს ევროპისკენ და ევროპასთან ერთად. ჩემი სურვილია, რომ ჩვენ უფრო მეტი რამ გავაკეთოთ ერთად და თურქეთი მჭიდრო კავშირი ქონდეს ევროპასთან, მაგრამ მიმაჩნია, რომ გაწევრიანების პროცესი უხლოეს წლებში ვერ მოხდება. “- განაცხადა მაკრონმა.

შეგახსენებთ ანკარის მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა ფაქტიურად შეაჩერა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი მოლაპარაკებები. გერმანიის კანცლერმა გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ამ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებაც გააკეთა განცხადება, თუმცა ემანუელ მაკრონი ამის საპასუხოდ ევროკავშირისა და თურქეთი „ურთიერთობის რღვევის თავიდან აცილების“ მოწოდებით გამოვიდა და თურქეთს არსებითი პარტნიორი უწოდა. ელისეის სასახლის განცხადებით, ემანუელ მაკრონისთვის მთავარ მიზანს დიალოგის ხაზის შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა ის სხვა ლიდერებთან შეხვედრების მსგავსად, იმ აზრთასხვადასხვაობას არ მალავს, რომელიც მას ერდოღანთან აქვს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42