ეკონომიკის სამინისტრომ კომუნიკაციების კომისიისგან მაგთიკომის შესახებ ინფორმაცია გამოითხოვა
ბიზნესი & ეკონომიკა - 21:07, 05 Jan, 2018     2156

შპს „მაგთიკომის“ მიერ გავრცელებული ინფორმაციის შესაბამისად, 2018 წლის 18 იანვრიდან კომპანია „მაგთიკომის“ მიერ ძვირდება მობილური ინტერნეტპაკეტების ტარიფები.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით ბოლო წლების განმავლობაში მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სატელეკომუნიკაციო ბაზარზე მოქმედი, მათ შორის მობილურ ბაზარზე მოქმედი კომპანიების ხელშეწყობის მიზნით. პერმანენტულად მცირდებოდა და მიმდინარე წლის 1 იანვრიდან გაუქმდა მობილურ სატელეკომუნიკაციო მომსახურებაზე დაკისრებული აქციზის გადასახადი. საქართველოს მთავრობის მიერ, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიასთან გადაიდგა რიგი ნაბიჯები, სატელეკომუნიკაციო მომსახურებების ხელმისაწვდომობას გაზრდისა და საცალო ტარიფების კლების ხელშესაწყობად.

ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო არ ეთანხმება კომპანია „მაგთიკომის“ მიერ მოტანილ არგუმენტებს კომპანიის მიერ მობილური ინტერნეტის საცალო ტარიფების ზრდასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ კომპანიის განცხადებაში მოყვანილი მიზეზები შესაძლებელია არ ასახავდეს მობილური ინტერნეტის ტარიფების გაძვირების რეალურ მიზეზებს.

სწორედ აღნიშნულის გარკვევის მიზნით, შპს „მაგთიკომის“ განცხადებაში მოყვანილ მიზეზებთან დაკავშირებით საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ უკვე მიმართა საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას და გამოითხოვა ინფორმაცია თუ რა წილი უკავია კომპანიის მიერ დასახელებულ მიზეზებს ტარიფების ზრდაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42