ყველაზე დიდი ობიექტი, რომელიც საჰაერო ბუშტებით აიტანეს ცაში, არის თითქმის 2 ტონის (1966 კგ) სიმძიმის სახლი. იგი 3050 მეტრ სიმაღლეზე აფრინდა ლოს ანჟელესის თავზე. მისი აწევისთვის გამოიყენეს 300 ცალი ჰელიუმით ავსებული საჰაერო ბუშტი. პროექტის რეალიზაცია ტელეარხმა "National Geografic" 2011 წლის თებერვალ-მარტში მოახდინა.
5,5 მეტრის სიგრძის ავსტრალიური ზღვის ნიანგი (crocodylus porosis) რომელიც ავსტრალიის ზოოპარკში ცხოვრობს, ერთდროულად ორი ნიშნით არის გინესის რეკორდსმენი - იგი ყველაზე დიდი ნიანგია, რომელიც ცხოვრობს ტყვეობაში და ყველაზე დიდი ნიანგია, რომლის დაჭერაც მოხერხდა.
ლოს ანჟელესში, პიცერია "BIG MAMA"შ ანდ PAPA"შ"-ში შეგიძლიათ შეიძოინოთ უზარმაზარი კვადრატული პიცა, რომლის სიგრძე და სიგანე 137 სანტიმეტრია, იგი ღირს 199 დოლარი და 99 ცენტი. ამ პიცით დანაყრება 100 ადამიანს შეუძლია. ამასთან, თქვენ შეგიძლიათ პიცა სახლიდანაც შეუკვეთოთ, ოღონდ შეკვეთა დათქმულ დროზე 1 დღით ადრე უნდა განხორციელდეს.
მასალის გამოყენების პირობები






