ჰოლივუდელი პროდიუსერის, ჰარვი ვაინშტაინის კომპანია გაკოტრდა და იყიდება.
ვაინშტაინის ირგვლივ აგორებულმა სექსსკანდალმა მისი კარიერა და სამსახური შეიწირა. როგორც ცნობილი გახდა, ჰარვისა და მისი ძმის კომპანია გაკოტრებულია და სამეურვეო საბჭომ მისი გაყიდვის გადაწყვეტილება მიიღო. საპროდიუსერო კომპანია 500 მილიონ დოლარად იყიდება.
ფილმებს, რომლის წარმოებაშიც ვაინშტაინი იყო ჩართული ოსკარის 300-ზე მეტი ნომინაცია და 81 პრემია აქვთ მოპოვებული.
კომპანიამ თავის დროზე მონაწილეობა მიიღო ისეთი ცნობილი და პოპულარული ფილმების შექმნაში როგორებიც არის:
Vicky Cristina Barcelona
The Reader
The King’s Speech
The Artist
The Iron Lady
Django Unchained
Philomena
The Imitation Game
Carol
The Hateful Eight
Lion
შეგახსენებთ,5 ოქტომბერს New York Times-მა გამოაქვეყნა გამოძიების შედეგები, რომელშიც საუბარი იყო პროდიუსერის მხრიდან სექსუალური ზეწოლის ფაქტებზე. გამოცემის ინფორმაციით ვაინშტაინი ათწლეულების განმავლობაში კარიერული წინსვლის დაპირებით, ქალებს სექსუალურად ავიწროებდა. ამასთან დაკავშირებით ისაუბრეს ისეთმა ცნობილმა მსახიობებმა, როგორებიც არიან გვინეტ პელტროუ, ეშლი ჯადი, ანჯელინა ჯოლი, კეიტ ბეკინსეილი და სხვები. ამ სკანდალის გამო ვაინშტეინი The Weinstein Co--დან გაუშვეს და აშშ-ის კინოაკადემიიდან გააძევეს. განქორწინება მოითხოვა მისმა ცოლმაც ინგლისელმა დიზაინერ,ა ჯორჯიანა ჩაპმანმა.
თავად პროდიუსერის თქმით, მას სხვებისთვის „საკმაო ტკივილი“ აქვს მიყენებული, თუმცა მის მიმართ ბევრ ბრალდებას ვაინშტაინმა „შეგნებული ტყუილი“ უწოდა. მისმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ „ის უპირობოდ უარყოფს ნებისმიერი ბრალდებას თანხმობის გარეშე სექსთან დაკავშირებით“ და იმ ქალებთან ურთიერთობაში, რომლებიც ვაინშტაინს შევიწროებაში ადანაშაულებენ, არანაირ ძალადობრივ აქტს ადგილი არ ქონია.
ვაინშტაინის საქმესთან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო დიდ ბრიტანეთსა და ლოს ანჯელესში.
მასალის გამოყენების პირობები






