ყველაფერი იმით დაიწყო, რომ 31 დეკემბრის საღამოს, მთვრალი მამაკაცი მრავალსართულიანი ბინიდან გადმოვარდა და 2 წლის ბავშვს დაეცა. ორივე ადგილზე გარდაიცვალა.
როგორც ჟურნალისტი წერს, 2 წლის ბავშვის დაკრძალვისას, ჩასასვენებელთან მდგარმა მღვდელმა, რომელიც რუსეთის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია, ბავშვისთვის წესის აგებაზე უარი განაცხადა იმ მოტივით, რომ ბავში კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფ ეკლესიაში იყო მონათლული. ეს გადაწყვეტილება მას დედის დაჩოქილმა თხოვნამაც ვერ შეაცვლევინა.
მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ბავშვის ცხედარი უახლოეს ეკლესიაში გადაესვენებინათ, რომელიც ასევე მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაშია. მამის თქმით, ამ ეკლესიაშიც უარი მიიღეს - მღვდელმა კარი ცხვირწინ მიიხურა და ტაძრის ტერიტორიის დატოვება უბრძანა.
საბოლოოდ, მშობლებმა კიევის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში მყოფი წმინდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის მღვდელი მონახეს, რომელმაც ბავშვს წესი აუგო და ოჯახმა მისი დაკრძალვაც შეძლო.
მასალის გამოყენების პირობები






