დაბნელება 77 წუთი გაგრძელდება და შუაღამით მოხდება.
ამ სანახაობას ყველაზე უკეთ ცენტრალური და აღმოსავლეთ აზიის, ინდონეზიის, ახალი ზელანდიის და ავსტრალიის მაცხოვრებლები ნახავენ. შემდეგ კი დასავლეთ ახია, ინდოეთის სუბკონტინრნტი, ახლო აღმოსავლეთი და აღმოსავლეთ ევროპა.
მომდევნო „ლურჯი მთვარის“ კომბინაციის ნახვა , შესაძლებელი იქნება 2028 წელს, რის შემდეგაც ის 2032 წელსაც გამეორდება, წინა მსგავსი ფენომენი 1899 წელს დააფიქსირეს.
ტერმინი ,, ლურჯი მთვარე "არ ნიშნავს იმას, რომ მთვარე მართლაც ლურჯი (ან ცისფერი) ფერის უნდა იყოს. ეს სახელწოდება მოდის გამოთქმიდან "ერთხელ ლურჯი მთვარის ქვეშ", რასაც ისეთი მოვლენის აღსაწერად იყენებენ, რასაც ისინი ხშირად არ აწყდებიან და ისეთი ქმედებების გამოსახატად რასაც იშვიათად სჩადიან. მთვარე სინამდვილეში არასოდესაა ლურჯი, მისი განსხვავებულ ფერად აღქმა ატმოსფერული მტვრისგან, ვულკანური ამოფრქვევებისა და ხანძრისგანაა გამოწვეული. ვინაიდან, როგორც წესი, თვეში მხოლოდ ერთი "სავსე მთვარეა" და "მეცამეტე მთვარე" საკმაოდ იშიათია, სწორედ ამიტომ უწოდებენ მას "ლურჯ მთვარეს".
მასალის გამოყენების პირობები






