მაკრონი ევროკავშირისგან „უარყოფილ“ ერდოღანს ელისეის სასახლეში ელოდება - რა საკითხებს განიხილავენ პრეზიდენტები
მსოფლიო - 12:53, 05 Jan, 2018     1732
დღეს, საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი პარიზში თურქ კოლეგას, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს უმასპინძლებს. პრეზიდენტების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა რეგიონალური კრიზისი, კერძოდ, სირიის საკითხი იქნება. ამასთან, საუბარი თურქეთში ადამიანის უფლებების დაცვასაც შეეხება. ერდოღანის პარიზში ვიზიტს მემერცხენე პოლიტიკოსები აპროტესტებენ.

ერდოღანის პარიზში ჩასვლა , 2016 წლის წარუმატებელი სახელმწიფო გადატრიალებისა და ამის გამო თურქეთში განხორციელებული რეპრესიების შემდეგ, ევროკავშირის წევრ ქვეყანაში ყველაზე მნიშვნელოვანი ვიზიტია.

რეჯეპ ტაიპ ერდოღანი ემანუელ მაკრონს ელისეის სასახლეში შუადღეს პირისპირ შეხვდება, სადილის შემდეგ კი, ორი პრეზიდენტი პრესის წინაშე წარსდგება.

ელისეის სასახლის განცხადებით, ემანუელ მაკრონისთვის მთავარ მიზანს დიალოგის ხაზის შენარჩუნება წარმოადგენს, თუმცა ის სხვა ლიდერებთან შეხვედრების მსგავსად, იმ აზრთასხვადასხვაობას არ დამალავს, რომელიც მას ერდოღანთან აქვს.

ემანუელ მაკრონის თქმით, დიალოგის მცდელობას საფუძველი ივლისში NATO-ს შეხვედრებზე ჩაეყარა, შემდეგ კი გაეროს გენერალური ასამბლეის კულუარებში. მაკრონმა და ერდოღანმა ამ პერიოდის განმავლობაში ტელეფონით არაერთხელ ისაუბრეს, მათ შორის თურქეთში ფრანგი ფოტოგრაფისა და ჟურნალისტის დაკავების საკითხზეც.

ანკარის მიერ განხორციელებულმა რეპრესიებმა ფაქტიურად შეაჩერა თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების ხანგრძლივი მოლაპარაკებები. გერმანიის კანცლერმა გასული წლის სექტემბერში ფაქტობრივად ამ მოლაპარაკებების შეწყვეტის შესახებაც გააკეთა განცხადება, თუმცა ემანუელ მაკრონი ამის საპასუხოდ ევროკავშირისა და თურქეთი „ურთიერთობის რღვევის თავიდან აცილების“ მოწოდებით გამოვიდა და თურქეთს არსებითი პარტნიორი უწოდა.

„რეგიონალურ საკითხებზე, ორმხრივ სფეროებში, ჩვენ მაკრონთან ერთად სწორი მიმართულებით ვდგამთ ნაბიჯებს.“- განაცხადა ერდოღანმა ხუთშაბათს.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42