მსახიობ ბენ ფოსტერთან დაშორების შემდეგ „ბანქოს სახლის“ ვარსკვლავმა რობინ რაითმა რომანი Saint Laurent-ის ახალგაზრდა პიარ მენეჯერთან კლემან ჟიროდესთან გააბა. როგორც უცხოური მედია იტყობინება 51 წლის მსახიობმა და ახლგაზრდა პიარ მენეჯერმა ერთმანეთი გასული წლის გაზაფხულზე კანის კინოფესტივალზე გაიცნეს, პირველად ერთად კი სემოდგომით პარიზის მოდის კვირეულზე გამოჩნდნენ. ინტერნეტში ვრცელდება ფოტოები სადაც რობინი და მისი შეყვარებული ფეხბურთის მატჩზე არიან გადაღებულნი. მათთან ერთად არის რობინის 24 წლის ვაჟი ჰოპერი, რომელიც რობინ რაითს, მსახიობ შონ პენისგან ჰყავს.
რობინ რაითი და შონ პენი ერთად 1990 წლიდან ცხოვრობდნენ, 1996 წელს ოფიციალურად დაქორწინდნენ, 14-წლიანი ქორწინების შემდეგ კი 2007 წელს ერთმანეთს დაშორდნენ, მათ ორი შვილი 26 წლის დილანი და 24 წლის ჰოპერი ჰყავთ. განქორწინების პროცესი საბოლოოდ 2010 წელს დასრულდა.
2012 წლიდან რობინი მსახიობ ბენ ფოსტერს ხვდებოდა. 2015 წლის აგვისტოში კი მსახიობი წყვილი ერთმანეთს დაშორდა.


მასალის გამოყენების პირობები






