მოსკოვი ვაშინგტონს აფრთხილებს, ირანის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ სერგეი რიაბკოვმა განაცხადა.
„ვაფრთხილებთ აშშ-ს, ირანის ისლამური რესპუბლიკის შიდა საქმეებში არ ჩაერიოს. ის, რაც იქ ხდება, რომელიც საერთაშორისო თანამეგობრობის ყურადღებას იპყრობს, მათი შიდა საქმეა. მიუხედავად, არსებული სიტუაციის შეცვლის რამდენიმე მცდელობისა გვჯერა, რომ ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა შეძლებს სირთულეების გადალახვას, გამოვა არსებული სიტუაციიდან, როგორც ჩამოყალიბებული ქვეყანა და იქნება სანდო პარტნიორი სხვადასხვა პრობლემის მოგვარებაში, მათ შორის ბირთვული პროგრამის შეთანხმების, ერთობლივი ყოვლისმომცველი სამოქმედო გეგმის განხორციელებაში“ - განაცხადა რიაბკოვმა “ტასსთან“ ინტერვიუში.
მისივე თქმით, აშშ ირანში განვითარებულ მოვლენებს მიზანმიმართულად იყენებს, ბირთვული შეთანხმების გასაწყვეტად.
„ახლანდელი ვითარება, როდესაც ვაშინგტონი მომენტის გამოყენებას და ბირთვულ შეთანხმებასთან დაკავშირებით ახალი კითხვების წამოყენებას ცდილობს, მოწმობს იმაზე, რომ შეთანხმების დარღვევა და საერთაშორისო თანამეგობრობის ვალდებულებების შემცირება სურს. ეს ამერიკელი კოლეგების ღირსებაზე კარგად არ აისახება“ - განაცხადა რიაბკოვმა.
მასალის გამოყენების პირობები






