ირანის მოვლენები და გავლენა რეგიონზე - ,,ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა დემონსტრანტები გაერთიანებას და ლიდერის ყოლას“
პოზიცია - 16:09, 04 Jan, 2018     1622
მასშტაბური საპროტესტო აქციები ირანში - მოსახლეობა 28 დეკემბერს ქუჩაში გამოვიდა, პროტესტმა 50 ქალაქი, მათ შორის დედაქალაქი თეირანიც მოიცვა. ყველაფერი კი სოციალური პრობლემით - ფასების ზრდით დაიწყო. სიტუაცია უკანასკნელი დღეების განმავლობაში საკმაოდ დაძაბულია, თუმცა, ქვეყანაში არსებული რეჟიმის გამო, მედიისთვის კონკრეტული დეტალების გარკვევა დიდ სირთულეს წარმოადგენს. როგორც ცნობილია, ამ დროის მონაცემებით გარდაცვლილია 22 ადამიანი, ხოლო 450 დაკავებული.

ირანში, დღეისათვის არსებული სიტუაციის შესაფასებლად „ნიუპოსტი“ სტრატეგიისა და საერთაშორისო კვლევის ფონდის უფროს მკვლევარს, საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტს გიორგი ბადრიძეს დაუკავშირდა. ექსპერტის განცხადებით, ამ ეტაპზე ირანის მოვლენების განვითარების პროგნოზირება რთულია, რადგან საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც სხვადასხვა მიზნები გააჩნიათ:

„ირანის მოვლენების პროგნოზირება ძალიან რთულია იმ მიზეზით, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობენ ადამიანები, რომლებსაც გააჩნიათ სხვადასხვა მიზნები. რაც მთავარია, ეს არ არის ერთიანი მოძრაობა, მას არ ჰყავს ერთიანი ლიდერი, შესაბამისად, არ არსებობს ერთიანი მიზანი.

იმის მოლოდინი, რომ ეს იქნება დემოკრატიული რევოლუცია, რომელიც ირანში ამ სახის სხვა რეჟიმს აღადგენს ან ახალ დემოკრატიულ, დასავლეთთან უფრო მეგობრულ რეჟიმს დაამყარებს, სრულიად უსაფუძვლოა ამ ეტაპზე“, - აღნიშნავს ექსპერტი.

ბადრიძე ამ ეტაპზე ვერ ხედავს შესაძლებლობას იმისას, რომ არსებული რეჟიმი ამ საპროტესტო აქციების გამო უახლოეს ხანში შეიცვალოს. მისივე თქმით, მიმდინარე მოვლენებმა, შესაძლოა, რეგიონზე გავლენა მოახდინონ და ეს პირველ რიგში, ლტოლვილების ნაკადით გამოიხატება. თუმცა, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ არსებული პროტესტი გაძლიერდება და გაგრძელდება:

,,გავლენა შესაძლოა საკმაოდ სერიოზული იყოს მთელ რეგიონზე. ძალიან მალე ვიგრძნობთ, თუ საპროტესტო მოძრაობა გაძლიერდა და გაგრძელდა. ეს იქნება პირველ რიგში ირანიდან ლტოლვილების ნაკადის სახით. 1979 წლის ისლამურმა რევოლუციამ მრავალ ქვეყანაში გააჩინა ირანული დიასპორები, მათ შორის განვითარებულ და შორეულ ქვეყნებში. თუნდაც ბრიტანეთში, ძალიან ძლიერი ირანული სათვისტომოა. ეს არის, ძირითადად, საკმაოდ შეძლებული, გავლენიანი, მაღალი განათლების მქონე ხალხი. გავლენა ამას რეგიონზე შეიძლება ჰქონდეს თუ საპროტესტო მუხტი მოძებნის უფრო დიდ გამოსავალს, ვიდრე ეს დღეს არის. ამ ეტაპზე უფრო კონკრეტული პროგნოზების გაკეთება უპასუხისმგებლობაა, რადგან ძალიან ხშირად სასურველს ასაღებენ რეალობად, როდესაც ხედავენ დიდი ანტიდემოკრატიული ძალების საწინააღმდეგოდ მიმართულ დემოკრატიულ მოძრაობას. ჩვენ არ ვიცით, რამდენად დემოკრატიულია მოტივები, ყველაფერი დაიწყო ბანალური, სოციალური პრობლემებიდან. რა მიმართულებას მიიღებს, ეს დამოკიდებულია იმაზე, შეძლებენ თუ არა საპროტესტო აქციებში მონაწილეები გაერთიანებას და ლიდერის ყოლას“, - განმარტავს ექსპერტი.

რაც შეეხება ირანში არსებული რეჟიმის მიდგომას პრობლემის მიმართ, გიორგი ბადრიძე აღნიშნავს, რომ არსებული მმართევლობა, თავს, ყველანარი ძალის გამოყენებით დაიცავს, მათ შორის, შეიარაღებული ძალებითაც:

„გამომდინარე ირანში არსებული რეჟიმიდან, სამართლებრივი და დემოკრატიული მეთოდების გამოყენებას პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ არ უნდა ველოდოთ. რეჟიმი დაიცავს თავს ყველა შესაძლებლობით, მათ შორის უხეში სამხედრო ძალით. ამ შემთხვევაში, პირველ რიგში, არსებობს ირანის რევოლუციის გუშაგთა სპეციალური სამსახური, შეიარაღებული ქვედანაყოფები. შეიარაღებულ ძალებში სამი დიდი სტრუქტურა არსებობს, აქედან ერთ-ერთი წმინდად იდეოლოგიურია, ირანული რევოლუციის მცველთა რაზმი ჰქვია მას. ეს ის ძალაა, რომელიც არანაირად არ შეხედავს დემოკრატიულ სტანდარტებს და გამოიყენებს ყველა უხეშ ძალას, დემონსტრაციებისა და საპროტესტო აქციების ჩასახშობად“, - აცხადებს გიორგი ბადრიძე „ნიუპოსტთან“ საუბრისას.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42