პროტესტი ირანში: ამბოხის დასასრული თუ რეჟიმის აღსასრული
მსოფლიო - 15:01, 04 Jan, 2018     4241
ირანი მსოფლიო ყურადღების ცენტრშია.

მოლოდინის რეჟიმშია მსოფლიო მედია და პოლიტიკა. რა შედეგები მოჰყვება მასშტაბურ პროტესტს - შეცვლის თუ არა მთავრობა არჩეულ გზას, თუ პირიქით - არსებული რეჟიმი გამკაცრდება?!

ირანში მიმდინარე მოვლენების სრული სურათის აღქმა რთულია, რადგან ქვეყნაში უცხოური კორესპოდენტების საქმიანობა აკრძალული ან ხელისუფლების მიერ მკაცრად კონტროლირებადია, დაბლოკილია „ფეისბუკი“ და რამდენიმე პოპულარული საკომუნიკაციო აპლიკაცია.

ქვეყანაში კი თითქმის ერთი კვირაა საპროტესტო აქციები მიმდინარეობს, რაც იშვიათი და მოულოდნელია ირანისთვის, ქვეყნისთვის, სადაც რეჟიმი ბატონობს.

მაღალი ინფლაციით უკმაყოფილო მოსახლეობა ქუჩაში 28 დეკემბერს გავიდა. დიახ, დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო, თუმცა დარბევის შემდეგ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო.

ეს დემონსტრაციები კი, 2009 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური გამოსვლა გახდა. მაშინ, ოპოზიციის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა.

დღეს კი, ირანის უმაღლესი რელიგიური ლიდერის აიათოლა ალი ჰამენეის თქმით, აქციები გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.

„ბოლო დღეებში, ირანის მტრებმა სხვადასხვა იარაღი გამოიყენეს ისლამურ რესპუბლიკაში პრობლემების შესაქმნელად, მათ შორის ფული, იარაღი, პოლიტიკა და დაზვერვა“ - განაცხადა ირანის უმაღლესმა რელიგიურმა ლიდერმა.

რა მასშტაბის არის პროტესტი?

საპროტსტო აქცია , 28 დეკემბერს მაშჰადში, თეოკრატიული რეჟიმის დასაყრდენად მიჩნეულ შიიტ მომლოცველთა ქალაქში დაიწყო. შემდეგ კი საპროტესტო აქციებმა მინიმუმ 50 ქალაქი მოიცვა, მათ შორის დედაქალაქი თეირანი.

ბოლო მონაცემებით საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაკავებულია. ვინაიდან, ირანში მედია საკმაოდ შეზღუდულია, უცხოურ მედიასაშუალებებს უჭირთ ინფორმაციების გადამოწმება.

როგორც აღვნიშნეთ, ეს დემონსტრაციები კი 2009 წლის შემდეგ, ყველაზე მასშტაბური გამოსვლა გახდა. მაშინ, ოპოზიციის მხარდამჭერები საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ. ქუჩებში მილიონობით ადამიანი გამოვიდა. თუმცა, ამ საპროტესტო ტალღებს შორის ძირითადი განმასხვავებელი ნიშანი ის არის, 2009 წლის აქციები ოპოზიციის ლიდერების მიერ იყო ორგანიზებული და მიზანს, არჩევნების შედეგების გაპროტესტება წარმოადგენდა. ახლა კი დემონსტრანების ლიდერად კონკრეტული პოლიტიკური ძალა არ გვევლინება. მოსახლეობა არსებულ რეჟიმს აპროტესტებს.

რა ვითარებაა ირანში?

BBC-ის ცნობით, ბოლო დროს ჩატარებული კვლევის თანახმად, ბოლო ათწლეულის განმავლობაში, საშუალო ფენის ირანული ოჰახი 15%-ით გაღარიბდა. ამავდროულად, 30-50%-ით შემცირდა პურის, რძისა და ხორცის მოხმარება. ცოტა ხნის წინ, რამდენიმე ირანულმა საკრედიტო კომპანიამ თავი გაკოტრებულად გამოაცხადა. შედეგად, ათასობით ადამიან ნმა დანაზოგი დაკარგა.

ირანში, უმუშევრობის ოფიციალური მაჩვენებელი - 12%-ს შეადგენს. ქვეყნის ზოგიერთ რაიონში კი მოსახლეობის 60% უმუშევარია.

ირანში, სიკვდილის დასჯის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ფიქსირდება, ირღვევა ქალთა უფლებები, იდევნებიან სექსუალური და რელიგიური უმცირესობები, შეზღუდულია თავისუფალი მედია.

რატომ დაიწყო საპროტესტო აქციები?

ირანის მოვლენებს, "კვერცხის ფასის გამო დაწყებულ რევოლუციასაც უწოდებენ."

თავდაპირველად, ირანელები მაღალ ფასებს აპროტესტებდნენ - ერთი კვირის განმავლობაში კვერცხის ფასი ორჯერ გაიზარდა.

შემდეგ გაჩნდა პოლიტიკური ლოზუნგებიც: პოლიტმატიმრების გათავისუფლება, პოლიციის თვითნებობის დასრულება.

შესაბამისად, მასშტაბური აქციების ერთი კონკრეტული მოთხოვნა არ არსებობს. დემონსტრანტები ირანში გამეფებული პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ მდგომარეობას აპროტესტებენ, გაისმა საგარეო პოლიტიკის მიმართ უმაყოფილებაც.

ძირითადი ლოზუნგები, რომლებიც ყველაზე ხშირად ისმის მიტინგებზე:

„ხალხი სიღარიბეში ცხოვრობს, სასულიერი პირებს კი თავი ღმერთები ჰგონიათ“, "ძირს როუჰანი", "ძირს მაღალი ფასები", "ძირს დიქტატურა - სიკვდილი დიქტატორს" (იგულისხმება აიათოლა ჰამენეი), "არ ღაზა და არც ლიბანი, ჩემი ცხოვრება - არის ირანი", "გამოდით სირიიდან - მიხედეთ ქვეყანას" "სიკვდილი რუსეთს" - სავარაუდოდ, ირანისა და რუსეთის მთავრობების თანამშრომლობის გამო. 2009 წელს, როდესაც მოსკოვმა ოფიციალურად აღიარა ირანის საპრეზიდენტო არჩევნების შედგები, ამ სლოგანს აქტიურად იყენებ საპროტესტო აქციებზე.

როგორ რეაგირებს ხელისუფლება საპროტესტო აქციებზე?

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, 450-ზე მეტი ადამიანი დააკავეს.

ირანის უმაღლესმა ლიდერმა აიათოლა ალი ჰამენეიმ თეირანის „უცხოელი მტრები“ დაადანაშაულა იმ დემონსტრაციების პროვოცირებაში, რომლის დროსაც თავდასხმები მოხდა პოლიციის განყოფილებებსა და სასულიერო ლიდერების ოფისებზე - ქალაქ ქარაჯში იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი შენობა დაწვეს, ქალაქ არაქში კი გუბერნატორის ადმინისტრაციის შენობა დაიკავეს.

მისმა თანაშემწეებმა კი კონკრეტული ქვეყნებიც დაასახელეს, რომლებსაც ისინი არეულობის გაღვივებაში დამნაშავეებად მიიჩნევენ. ესენი არიან: აშშ, დიდი ბრიტანეთი და საუდის არაბეთი.

ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ კი, არეულობა ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ პრობლემებს დაუკავშირა.

„ჩვენ არ გვაქვს იმაზე უფრო სერიოზული პრობლემა, ვიდრე უმუშევრობაა. ჩვენი ეკონომიკა გაჯანსაღებისთვის მოითხოვს სერიოზულ ქირურგიულ ჩარევას“- განაცხადა როუჰანიმ ორშაბათს. მისივე თქმით, აქციებში სახიფათოს ვერაფერს ხედავს.

ირანის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ ჰოსეინ ზოლფაგალიმ განაცხადა, რომ 450 ადამიანიდან, რომელიც საპროტესტო აქციისას დააკავეს 90%-ი 25 წელზე ნაკლები ასაკისაა, ის ვარაუდობს რომ ისინი უკმაყოფილებას სწორედ ეკონომიკური სიტუაციის გამო გამოხატავენ.

როგორ რეაგირებს დასავლეთი?

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი დონალდ ტრამპმა ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს მხარდაჭერა გამოუცხადა. მისივე თქმით, ირანელები „წლების განმავლობაში რეპრესიებს განიცდიდნენ“ და „აშშ-ისგან დიდ მხარდაჭერას მიიღებენ შესაბამის დროს.”

გაეროში აშშ-ის წარმომადგენელმა ნიკი ჰეილიმ განაცხადა, რომ ირანში განვითარებული მოვლენების შესახებ, უახლოეს მომავალში რამდენიმე საგანგებო შეხვედრის გამართვას აპირებს, თუმცა არ დაუკონკრეტებია საუბარი გაეროს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომაზეა თუ სხვა სახის ფორმატის დისკუსიაზე.

ევროკავშირის ლიდერებმა ირანის ხელისუფლებას მოუწოდეს ქვეყნის მოქალაქეების მშვიდობიანი საპროტესტო აქციების უფლება მისცეს და აღნიშნეს, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდებიან.

დიდმა ბრიტანეთმა თეირანს მომიტინგეებთან კონსტრუქციული დიალოგისკენ მოუწოდა.

რა ვითარებაა დღეს?

ირანში, ინტერნეტზე შეზღუდული წვდომისა და სოციალური ქსელების დაბლოკვის გამო, შეუძლებელია გადაჭრით ითქვას, რა მდგომარეობაა ამჟამად ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ირანის ისლამური რევოლუციის გვარდიის გენერალი მუჰამედ ალ ჯაფარი „ამბოხის დამარცხების“ შესახებ აცხადებს, სოციალურ ქსელში დემონტრაციების ვიდეო-ფოტოები კვლავაც ვრცელდება.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42