ემანუელ მაკრონს სურს, ინტერნეტსა და სოციალურ ქსელებში საარჩევნო პერიოდში გავრცელებული ინფორმაციის შინაარსის რეგულირება მოხდეს. მისივე თქმით, ფალსიფიცირებული ახალი ამბები დემოკრატიის განვითარებისთვის საფრთხეს წარმოადგენს.
„სოციალურ ქსელებში ხდება ჭორებისა და ცრუ ინფორმაციების მოგონება, რომელიც რეალურ ინფორმაციის გვერდით ჩნდება. რეალობა კი შემდეგია, არსებობს დაფინანსებული სტრატეგია, რომელიც ხელს უწყობს მუდმივად იმ ეჭვის არსებობას, რომ ის რასაც პოლიტიკოსები და მედია საუბრობს მეტნაკლებად ყოველთვის ყალბია“- განაცხადა მაკრონმა.
შეგახსენებთ, ემანუელ მაკრონმა ფეიკ ინფორმაციების გავრცელებაში ღიად დაადანაშაულა რუსეთის მიერ დაფინანსებული Sputnik-ი და Russia Today და ვლადიმერ პუტინის პარიზში ვიზიტისას, რუსეთის პრეზიდენტი პრესკონფერენციაზე გააკრიტიკა.
ემანუელ მაკრონმა მედია რეფორმის გრაფიკიც განსაზღვრა და განაცხადა რომ კანონპროექტი წლის ბოლომდე უნდა იყოს წარმოდგენილი.
მასალის გამოყენების პირობები






