„ამბოხების მცდელობა დამარცხებულია“ - ირანი რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაური კლინტონსა და პრომონარქისტებს ადანაშაულებს
მსოფლიო - 12:05, 04 Jan, 2018     4625
ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მეთაურის, გენერალ მოჰამედ ალი ჯაფარის განცხადებით, ირანში მეამბოხეების გამოსვლები დასრულებული, აჯანყების მცდელობა კი ჩახშობილია. ირანელი გენერლის განცხადებას სააგენტო Fars-ი აქვეყნებს.

„ჩვენმა მტრებმა უნდა იცოდნენ, რომ ირანის წინააღმდეგ სამხედრო მუქარა და უსაფრთხოების საფრთხეები არ იმუშავებს. დღეს შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ არეულობა დასრულებულია და ამბოხების მცდელობა დამარცხებულია,“ - განაცხადა ჯაფარიმ.

გენერალ ჯაფარის თქმით, მტრების მარცხი ხალხის სიფხიზლემ გამოიწვია. მისი განცხადებითვე, ქვეყანაში ანარქია და არეულობა პრომონარქისტული ძალებისა და აშშ-ს ყოფილი სახელმწიფო მდივნის, ჰილარი კლინტონის წახალისებით მოხდა.

მანამდე ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ პოლიცია და უსაფრთხოების ძალები ირანის ქალაქებში სიტუაციას სრულად აკონტროლებენ.

შეგახსენებთ, მასობრივი საპროტესტო აქციები ირანის დიდ ქალაქებში 28 დეკემბერს დაიწყო. გამოსვლების თავდაპირველი მიზეზი პროდუქტებზე ფასების მკვეთრი ზრდა და ქვეყანაში უმუშევრობის მაღალი დონე გახდა. მოგვინებით სოციალურ ლოზუნგებს პოლიტიკურიც დაემატა, რომელიც ირანის პრეზიდენტის ჰასან როუჰანისა და უმაღლესი რელიგიური ლიდერის აიათოლა ალი ჰამეინის წინააღმდეგ იყო მიმართული. თავდასხმები მოხდა პოლიციის განყოფილებებსა და სასულიერო ლიდერების ოფისებზე.

საპროტესტო აქციების დროს მომიტინგეებსა და ძალოვნებს შორის შეტაკებების დროს 22 ადამიანი დაიღუპა, 450 აქტივისტი კი სამართალდამცავებმა დააკავეს და ისინი უახლოეს მომავალში სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.

გენერლის განცხადების მიუხედვად, ვრცელდება დაუდასტურებელი ცნობები იმის შესახებ, რომ ანტისახელისუფლებო გამოსვლები ამ დრომდე არ დასრულებულა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42