ირანელების დასახმარებლად, აშშ-მა ტექნოლოგიურ კომპანიებს გზა უნდა გაუხსნას - უკანასკნელი შაჰის ბოლო მემკვიდრე
მსოფლიო - 11:47, 04 Jan, 2018     4341
ირანის უკანასკნელი შაჰის ბოლო მემკვიდრემ, რეზა ფაჰლევიმ „როიტერსთან“ ირანში განვითარებულ მოვლენებზე ისაუბრა.


„მსურს, ირანელებმა თავად განსაზღვრონ თავიანთი ბედი, მათივე თავისუფალი ნებით,“ - განაცხადა ფაჰლევიმ .

ამასთან, შაჰის მემკვიდრემ ანტისამთავრობო გამოსვლებში მონაწილეების მხარდაჭერისთვის აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და მისი კაბინეტი შეაქო, თუმცა ირანელების აშშ-ში მოგზაურობის აკრძალვის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტარციის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და მას „სასაცილო“ უწოდა.

მისივე თქმით, აუცილებელია, მათ უნდა უზრუნველყონ , რომ ირანელებს ჰქონდეთ წვდომა თავისუფალ მედიასა და სოციალურ ქსელებზე, რომელსაც იყენებდნენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების ვიდეოების, შეტაკებებისა და გზავნილების გასაზიარებლად.

ირანში, სადაც მნიშვნელოვანი სოციალურ ქსელებზე წვდომა აკრძალულია, საპროტესტო აქციების მიმდინარეობისასა, ინტერნეტზე წვდომაც შეზღუდული გახდა.

„ჩვენ უბრალო სიტყვებზე მეტი გვჭირდება. გვჭირდება, რომ კონკრეტული ქმედებები დავინახოთ. ეს უნდა მოხდეს დაუყოვნებლივ... ჩვენი საუბრის პარალელურად, რეჟიმი კვლავ ცდილობს, აკრძალოს „ინსტაგრამი“ თუ „ტელეგრამი“, - განაცხადა რეზა ფაჰლევიმ.

აშშ-ის მხრიდან მსგავსი ინტერვენციის პრეცედენტი არსებობს. 2009 წელს, მასობრივი საპროტესტო გამოსვლების დროს, ობამას ადმინისტრაციამ „თვითერის“ ხელმძღვანელობას სთხოვა, ირანელებისთვის სოციალური ქსელის გამოყენება არ შეეზღუდა.

ტექნოლოგიების ექსპერტები ადასტურებენ , რომ აშშ-ის სანქციების გამო, ბევრი კომერციული მომსახურება ირანელებისთვის მიუწვდომელია, რადგან თავად კომპანიები იკავებენ თავს.

აქტივისტემა ტექნოლოგიურ კომპანიებს თავიანთი ირანული პოლიტიკის შემსუბუქებისკენ მოუწოდეს, თუმცა აღნიშნეს, რომ ტრამპის ადმინისტრაციამ უნდა გამოკვეთოს გამონაკლისები , რომ ნათელი გახდეს, რომელი სერვისებია დასაშვები.

სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰეინერ ნავერმა სამშაბათს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ აშშ-ს სურს, ირანში სოციალურ მედიასა და სხვა საშუალებებზე ხელმისაწვდომობა იხილოს. კითხვაზე, მოუწოდებს თუ არა აშშ ტექნოლოგიურ კომპანიებს ირანში აღნიშნულის საკითხის მოსაგვარებლად, სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა პირდაპირი პასუხი არ გასცა, მაგრამ განაცხადა, რომ ირანელებისთვის ინფორმაციის წვდომაზე მხარდაჭერა „ირანთან სტრატეგიაში აშშ-ის ახალი პრეზიდენტის მთავარ ელემენტს წარმოადგენს .“

შეგახსენებთ, თეირანში, მეშჰედში, ისპაჰანსა და ირანის სხვა დიდ ქალაქებში მასობრივი ანტისამთავრობო, 6-დღიანი აქციები 28 დეკემბრიდან დაიწყო. ბოლო მონაცემით საპროტესტო გამოსვლების დროს მომხდარი შეტაკებების შედეგად 22 ადამიანი დაიღუპა, 450 კი დაკავებულია. დემონსტრაციები ფასების ზრდის გამო დაიწყო, თუმცა დარბევის შემდეგ ანტისამთავრობო ხასიათი მიიღო. ქვეყნის პრეზიდენტის, ჰასან როუჰანის თქმით, აქციები შიდა პრობლემებით და გარე ძალების წაქეზებით არის გამოწვეული.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42