მდინარე ალაზანზე მიმდინარე ნაპირსამაგრი სამუშაოები საქართველოს 200 ჰექტრამდე ტერიტორიას შეუნარჩუნებს
საზოგადოება - 15:37, 20 Jul, 2013     644

დავით ნარმანია ალაზნის მასშტაბურ ნაპირსამაგრ სამუშაოებს საუკუნის პროექტს უწოდებს, ვინაიდან უკვე მრავალი წელია, აღნიშნულ მონაკვეთზე მდინარის ადიდების დროს საქართველო ტერიტორიებს კარგავს. ალაზნის სანაპირო ზოლის გაუმაგრებლობის შემთხვევაში, საფრთხე ემუქრება საქართველოს ტერიტორიის 200 ჰექტარზე მეტ მიწას, რომელიც, წყლის მოვარდნის შემთხვევაში, მთლიანად ჩამოიშლება და საქართველოს ტერიტორიას მოწყდება.

რეგიონული განვითარების სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა პროექტის განხორციელება 2013 წლის მაისში დაიწყო. ამჟამად სამუშაოები კაკლისყურის ტერიტორიაზე მიმდინარეობს. ხდება ქვანაყარი ბერმით სუსტი ადგილების გამაგრება, რათა წარეცხვითი პროცესები შეჩერდეს.

კაკლისყურეში სამუშაოები ერთ კვირაში დასრულდება, რის შემდეგაც მომდევნო ორი მონაკვეთის ნაპირგამაგრება დაიწყება. მთლიანობაში, უნდა მოხდეს 15 ათასი კუბომეტრი ფლეთილი ქვის კარიერში დამუშავება და ამ მასალით მდინარე ალაზნის სანაპირო ზოლის გამაგრება.

სამუშაოებს ადგილზე კომპანია "გზა 2008" აწარმოებს, რომელსაც 80-ზე მეტი ადგილობრივი მუშა ჰყავს დასაქმებული. პროექტის ჯამური ღირებულება 1 მილიონ ლარამდეა. ალაზნის ნაპირსამაგრი სამუშაოები მიმდინარე წლის ნოემბერში დასრულდება.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42