რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ფრანც კლინცევიჩმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის ღილაკის ზომით არ უნდა ეჯიბრებოდეს.
„ვფიქრობ, აშშ, როგორც უდიდესი ქვეყანა, ჩრდილოეთ კორეას ბირთვული იარაღის ღილაკის ზომით არ უნდა ეჯიბრებოდეს. ასევე, ეს არაა ის არგუმენტი, რომელიც მის ლიდერ კიმ ჩენ ინს დაარწმუნებს. ყველა ველით, როცა ამერიკელები მაგიდაზე უფრო ძლიერ კოზირებს დააწყობენ - ჯანსაღი გონება და პასუხისმგებლობა. აი, მათ კი ვერაფრით დაამარცხებენ“, - აღნიშნა კლინცევიჩმა.
შეგახსენებთ, რომ დღეს აშშ-ის 45-ე პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს უპასუხა „ტვიტერის“ საშუალებით და განაცხადა, რომ „მისი ბირთვული იარაღის ღილაკი უფრო დიდია, ვიდრე ჩრდილოეთ კორეის“.
მასალის გამოყენების პირობები






