ბრიტანელმა ჯარისკაცმა, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანმა 90 წლის ასაკში სქესი შეიცვალა. პატრიცია დევისი, ინგლისის ლეიკესტერშირიდან, 87 წლის განმავლობაში საზოგადოებისთვის ცნობილი იყო, როგორც „პიტერი“. ახლა კი აცხადებს, რომ ცხოვრება ხანმოკლეა საიმისოდ, რომ არ იყო ის, ვინც რეალურად ხარ. პატრიცია ესტროგენებს ხელოვნური გზით იღებს.
„თავს ისე ვგრძნობ, თითქოს მხრებიდან დიდი ტვირთი მომეხსნა. მე ტყუილში ვცხოვრობდი. მე ყოველივეს საიდუმლოდ ვინახავდი. ნელ-ნელა დავიწყე მეზობლებისთვის სიმართლის გამხელა, ყველამ მიტხრა რომ არ ვინერვიულო და გავაკეთო ის, რაც მაბედნიერებს“, - აღნიშნავს პატრიცია „Huffingtonpost”-თან საუბრისას.
დევისის განცხადებით, მან იცოდა რომ ქალი იყო სამი წლის ასაკიდან:
„მე არ მსურდა გოგონების სათამაშოებით თამაში, რაც ჯარისკაცებით თამაში მინდოდა. დედა ამას ამჩნევდა, ჩვენ „პიტერ პენის“ სანახავად წავედით და მოვინდომე, რომ ფერია ვყოფილიყავი. თუმცა, დედას არ უთქვამს, რომ ჩემი სურვი უცნაური იყო“, - იხსენებს დევისი.
იგი სიმართლეს მრავალი ათწლეულის მანძილზე უმალავდა ოჯახს, მეგობრებსა და ბრიტანეთის არმიას, სადაც ის მსახურობდა 1945 წლიდან 1948 წლამდე.
„მე ჩუმად უნდა შემენახა საიდუმლო, რომ ტრანსგენდერი ვიყავი, ამას ვერ ვიტყოდი, რადგან მაშინ ეს დაავადებად აღიქმებოდა. მე ჰომოსექსუალის კლასიფიკაციას მომცემდნენ, რაც არმიაში პრობლემებს გამოიწვევდა და ციხით დავასრულებდი, ამიტომ შევეგუე ამ ფაქტს“, - იხსენებს პატრიცია.
„60 წლის ასაკში ჩემი საიდუმლო ნათელი გახდა ჩემი ცოლისთვის, იგი შეეგუა და ყველაფერში მეხმარებოდა, მაგრამ გადავწყვიტეთ კვლავ საიდუმლოდ შეგვენახა. მან დაიწყო ჩემთვის სამკაულების შეძენა და პატრიციას მეძახდა, ამას სრული გასაიდუმლოებით ვეპყრობოდით“, - დასძენს ქალბატონი.
დევისის მეუღლე ექვსი წლის წინ გარდაიცვალა, პატრიციას საქორწილო ბეჭედი კვლავ უკეთია.

მასალის გამოყენების პირობები






