რუსეთი აშშ-ის არჩევნებში ერეოდა და ამის შესახებ პრეზიდენტმა იცის - ტრამპის მრჩეველი უსაფრთხოების საკითხებში
მსოფლიო - 13:51, 03 Jan, 2018     1836
აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების სფეროში ჰერბერტ მაკმასტერმა „ამერიკის ხმასთან“ ინტერვიუში რუსეთთან ურთიერთობაზე, ირანსა და მსოფლიოს სხვა რეგიონებში არსებულ სიტუაციაზე ისაუბრა.


გენერალ-ლეიტენანტი მაკმასტერი მიიჩნევს, რომ აუცილებელია, მოინახოს გზა, რომლითაც წინ აღუდგებიან სტრატეგიას, რომელიც რუსეთმა ბოლო დროს მრავალი პარამეტრით გააუმჯობესა. გენერლის თქმითვე, ეს ახალი საფრთხე მოიცავს დეზინფორმაციის, პროპაგანდის და სოციალური ქსელების გამოყენებას საზოგადოების დაყოფისთვის და სხვადასხვა სოციალურ ჯგუფს შორის დაპირისპირების გასაღვივებლად.

„ჩვებ ამ პრობლემას შევეხეთ, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიაში, იმიტომ რომ ჩვენთვის მნიშვნელოვანია ღია საუბარი იმის შესახებ, რაც ჩვენს ერს ჰყოფს და აერთიანებს, ჩვენს მისწრაფებებსა და ფასეულობებზე, როგორიცაა პიროვნების უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია“- განაცხადა მაკმასტერმა.

„რუსებმა ასევე გამოავლინეს აქტიურობა ევროპაშიც. საფრანგეთში ჩატარებული არჩევნებ ისას და კატალონიის სტატუსთან დაკავშირებით ესპანეთში ჩატარებული რეფერენდუმის დროს. ჩვენ ვხედავდით მათ აქტიურობას მექსიკაში, ასევე მონტენეგროში პუტჩის პროვოცირების მცდელობას. დესტაბილიზაციის რუსული კამპანიისთვის ნიღბის ჩამოხსნა, ეს პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, რომელიც ყველას მისცემს საშუალებას, დაინახოს მათი ნამდვილი განზრახვა და შესაბამისად შეასუსტებს მათ შესაძლებლობებს ხალხში გაურკვევლობის დანერგვისა და ერთმანეთის წინააღმდეგ განწყობის საქმეში.“- თვლის ტრამპის მრჩეველი.

მისი თქმით, რუსეთი კვლავ უარყოფს მონაწილეობას მსგავს ქმედებებში, მაგრამ ამას უფრო და უფრო ნაკლებად დამაჯერებლად აკეთებს.

„იგივე ხალხი ამბობდა: „არა ჩვენ არ ჩამოგვიგდია თვითმფრინავი და არ მოგვიკლავს ის ხალხი.“, „არა, ჩვენი ჯარისკაცები არ არიან ყირიმსა და აღმოსავლეთ უკრაინაში.“, „ ჩვენ არ ვუწევთ დახმარებას სირიის რეჟიმს, რომელიც პასუხისმგებელია ქიმიური იარაღის გამოყენებით თავისი მოქალაქეების მასობრივ მკვლელობაში.“, ახლა ამ სიტყვების არავის სჯერა“- განაცხადა მაკმასტერმა.

გენერალი თვლის, რომ ყველა არაბულმა სახელმწიფომ უნდა გაიგოს, თუ რას აკეთებს რუსეთი ახლო აღმოსავლეთში, კერძოდ, ის ცდილობს, გამოიყენოს ირანის დესტრუქციული ქმედებები, რომელიც აღვივებს რეგიონში სამოქალაქო ომს, აიარაღებს და მხარს უჭერს ტერორისტულ დაჯგუფებას, როგორიცაა „ჰესბოლა“ . „ასეთი მხარდაჭერისთვის რუსეთს მნიშვნელოვანი ფასის გადახდა მოუწევს“- განაცხადა მაკმასტერმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42